გრეივსი.
მალკომ გრეივსი ბილგვოტერის ტავერნის უკან დაიბადა სადაც იგი ერთ ბოთლ რძესთან ერთად დატოვეს. მისი ბავშვობა საკმაოდ რთული იყო და იგი ყველანაირ სიბინძურეზე მიდიოდა გადარჩენისთვის. იმ იმედით, რომ იგი ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, გრეივსი პირველივე გემს გაჰყვა რომელზე ასვლაც მან მოახერხა. თუმცაღა იმ ქალაქშიც სადაც ეს გემი მივიდა, მას არ ელოდა წყნარი ცხოვრება. იგი ყოველთვის გარბოდა საშიშროების შემთხვევაში და ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებოდა. ერთხელაც როდესაც გრეივსი დიდ ფულზე თამაშობდა კარტს, მან ტვისტედ ფეიტი გაიცნო. საბოლოო ხელზე ორივემ ოთხი ტუზი დადო მაგიდაზე, გრეივსი მიხვდა რომ ფეიტი მისნაირი იყო და ამიტომ ამის შემდგომ ერთად თამაში გადაწყვიტეს. ისინი იგებნენ ყველა მაგიდაზე სადაც ერთად ჯდებოდნენ.
ერთხელაც გრეივსმა შეცდომა დაუშვა, მან მოუგო დოქტორ არეგორ პრიგს, რომელიც გავლენიანი პიროვნება და ბიზნესმენი იყო, არეგორი მიხვდა რომ გრეივსი იტყუებოდა თამაშის დროს და ამ გზით იგებდა, ამის გამო პრიგსს შურისძიება უნდოდა. არეგორმა იცოდა რომ გრეივსი და ფეიტი შეკრულნი იყვნენ და ამიტომ ფეიტს შესთავა ის რაც მას ყოველთვის სურდა, მაგიის კონტროლის სწავლება. სანაცვლოდ ფეიტს გრეივსი უნდა მოეყვანა მასთან. ფეიტი დათანხმდა ამ შემოთავაზებას. საბოლოოდ გრეივსი და ფეიტი მივიდნენ არეგორთან, გრეივსს ეგონა რომ ეს ჩვეულებრივი მორიგი თამაში იქნებოდა, მაგრამ ადგილზე მისულს ალყა შემოარტყეს და ზაუნის ციხეში წაიყვანეს, სადაც დიდხანს ტანჯავდნენ და ექსპერიმენტებს ატარებდნენ მასზე. არეგორმა ფეიტს შეპირება აუსრულა და მაგიის კონტროლი ასწავლა. გარკვეული დროის შემდეგ გრეივსმა, ციხიდან გამოქცევა მოახერხა იქ გაჩენილი მეგობრის წყალობით, რომელმაც შემდეგში იარაღების მჭედელთან მიიყვანა. გრეივსმა აქ სწორედ ისეთი იარაღი მიიღო, როგორიც მას შეესაბამებოდა და სუდა. ამის შემდეგ შურისძიების წყურვილით შეპყრობილი გრეივსი ლეგენდების ლიგას შეუერთდა რათა ფეიტისთვის გაეცა პასუხი.
წყარო: Graves Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Graves Lore.
No comments:
Post a Comment