კეილი.
ჯერ კიდევ უხსოვარი ომების დროს კეილი ყოველთვის სიკეთის სადარაჯოზე იდგა. უკვდავი რასის წარმომადგენელი იგი ყოველთვის ადვილად უმკლავდებოდა ყველა ბოროტ ძალას, რომელიც გამებადავდა დაპირისპირებას. ათი ათასი წლის განმავლობაში კეილი იცავდა თავის ხალხს, იგი იყო შეიარაღებული ცეცხლოვანი ხმლით რომელიც თვით დროებაზე ადრე იყო შექმნილი, ხოლო მისი აბჯარი რომელიც ნამდვილ შედევრად ითვლებოდა და მისი ხალხის საუკეთესო მჭედლების მიერ იყო დამზადებული, მალავდა მის ნაზ ნაკვთებს. მომხიბვლელი არსება დღემდე მალავს საკუთარს სახეს. კეილი ყოველთვის ამხნევებდა და იმედს უნერგავდა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უკვე სიბოროტის მოსპობის აღარ სჯეროდათ, მაგრამ თავად კეილიც უკვე იღლებოდა ამ დაუსრულებელი ბრძოლით და მისთვის სამართლიანობა უკვე უგვანობა ხდებოდა.
ათი წლის წინ კეილმა თითქმის მოიგო ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ, მაგრამ სწორედ ამ დროს მას დაუპირისპირდა მისი და, მორგანა. მორგანამ იპოვა მომხრეები ჰიჰერტოს მაგიკოსები რომლებიც რუნეტერას უცხო მიწებზე ბინადრობნენ. მორგანამ გარკვეული პირობების სანაცვლოდ ლეგენდების ლიგისგან მიიღო ძალა, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაშიც იგი შეძლებდა კეილის და მისი ხალხის შეშინებას და დამორჩილებას. მისი ხალხის გადარჩენისთვის კეილიც მივიდა ლიგის მმარძთველ, უმაღლეს კონსულთან რეჯინალდ აშრამთან. მან ლიგაში მსახურობის სანაცვლოდ სთხოვდა რეჯინალდს მისი ხალხის ხელშეუხებლობის გარანტია. ლიგის მმართველმა მას პირობა დაუდო და მისი მმართველობის პერიოდში ასრულებდა კიდეც. ხუთი წლის შემდგომ რეჯინალდის გაუჩინარებამ, კეილს ახალი გეგმები გაუჩინა. ახლა იგი ცდილბოს გაიგოს თუ რა ან ვიყო იყო აშრამის გაუჩინარების მიზეზი, დაამარცხოდ მისი და მორგანა ბრძოლის ველზე და თავისი სამართლიანობა დაამყაროს ლეგენდების ლიგაში.
წყარო: Kayle Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Kayle Lore.
No comments:
Post a Comment