ჰეიმერდინგერი.
ჩანაწერები სესილ ბ ჰეიმერდინგერის დღიურიდან:
10.14
09:015
ამჟამინდელი მეტეოროლოგიური პირობები ბენდლის ქალაქში ოპტიმალურია. ატმოსფერული წნევა იდეალურია დღევანდელი ექსპერიმენტისთვის!
ვატარებ ჩემი მოწყობილობის მეხუთე ცდას. ჭირდება გარკვეული განახლებები და უნდა შეიცვალოს ენერგეტიკული გამტარიანობა.
16:00
მოწყობილობა კვლავ ვერ ინარჩუნებს იმ ენერგიას რაც საჭიროა. უნდა შეიქმნას რამოდენიმე განსხვავებული საცდელი მოდელები. ამასობაში სხვა უფრო საინტერესო პროექტებიც აღმოვაჩინე.
დღევანდელი ექსპერიმენტების შემდგომ, სახლში დაბრუნების დროს ვნახე რომ, რამოდენიმე პატარა ბავშვები ერთმანეთს სფეროს ფორმის ნივთს ესროდნენ. გარენად ყველაფერი ადვილად ჩანდა, უნდა გესროლა ნივთი მეორესთვის, მას დაეჭირა და კვლავ ესროლა, შედგმომ ეს ყველაფერი მეორდებოდა. თუმცაღა მათი სიზუსტე საჭირო დონის არ იყო და არც სისწრაფე ჰქონდათ კარგი. ჩემი გამოთვლებით ბავშვებს რომ ზუსტი სისწრაფით და მიზნით ესროლათ ერთმანეთისთვის ეს ბურთი, ისინი 44.7 პროცენტით მეტ სიამოვნებას მიიღებნენ თამაშიდან. ამ საღამოს მათთვის გამოსავალს მოვძებნი.
10.15
05:20
ევრიკა! გამოსავალი ვიპოვე.
გამოვიგონე ავტომატიზირებული ბურთი სახელად ჰ-28ჯ. ეს ბურთი ყოველთვის ინარჩუნებს სისწრაფეს და იგი დამზადებულია ისე, რომ ყოველთვის ჰაერში ყოფნის დროს ახლო მყოფ ბავშვთან მივიდეს, ასე რომ ყველა მიიღებს თავის ჯერს და არ მოუწევთ დიდხანს ლოდინი. დღეს ამ ბურთს მათ მივუტან და ვნახავ როგორ მოეწონებათ.
ამ დილით შხამიანი ნივთიერებები ისევ დავისხი ფეხსაცმელზე, რაც უკვე თავზს მაბეზრებს.
10:30
ჩავატარე ავტომატიზირებული ბურთის ტესტი. სამწუხაროდ ყველაფერი ისე კარგად არ არის როგორც მეგონა იქნებოდა. ბურთი ყველაზე დაბალ ენერგიაზეც კი ძალიან ძლიერია ბავშვებისთვის, იმ დონეზე რომ დაჭერის დროს წააქცია კიდეც ისინი. მომიწევს შევცვალო მისი პარამეტრები. მაგრამ დღეს ჯერ ჩემს მოწყობილობას უნდა მივხედო და ფორმაში მოყვანის შემდეგ კვლავ ჩავატარო ტესტი. თუმცაღა სხვა ქალაქში მომიწევს გასვლა რადგანაც ბანდლ სიტის არ აქვს შესაბამისი პირობები იმისთვის რომ ჩემი ექსპერიმენტი კარგად ჩატარდეს.
10.16
15:55
დღეს ქალაქში გიგანტია. დიდი ანომალიის გამო შექმნილი ხმაური გამოკვლევებში მიშლის ხელს! თევზების აკვარიუმი უნდა შევამოწმო, დღეს საეჭვოდ ჩუმად არიან.
10.17
10:40
გამიგია რომ, ბევრი გამომგონებელი ზიანდებოდა გიგანტის გამო გამოწვეული შეწუხების გამო. იმედი მაქვს ჰ-28ჯ, მუშა მდგომარეობაშია და მისი თავიდან აწყობა არ მომიწევს.
16:30
როგორც იქნა ყველაფერი ჩაწყნარდა, ეტყობა გიგანტი წავიდა. ჰ-28ჯ ხვალისთვის მზად უნდა მქონდეს, ჩემი მოწყობილობაც უკვე დასრულებულ ეტაპზეა.
10.18
08:30
დღეს განსხვავებული დღეა. დილით ჩემი სახლის კარებთან თითქმის მთელი ქალაქი იყო მოსული. ზოგადად მსგავს ხალხმრავლობას ჩემი გამოგონების მიერ გამოწვეული უარყოფითი შეფასება იწვევს, მაგრამ დღეს პირიქით ხალხი კმაყოფილი ჩანდა და აღნიშნავდნენ კიდევაც.
ჩემი ჰ-28ჯს ერთ-ერთი პროტოტიპისგან, პატარა მეცნიერს გაუკეთებია საბრძოლო დანადგარი რომელიც ისეთი ძალის იყო რომ, გიგანტიც კი შეაშინა.
დიდი სურვილი მქონდა ეს პატარა გამომგონებელი დამხმარედ ამეყვანა მაგრამ, როგორც გავიგე იგი ბანლის ქალაქიდან წასული იყო.
იმედს ვიტოვებ იგი რუნეტერას ემსახურება და არ გამოიყენებს თავის ცოდას ბოროტი მიზნებისთვის.
წყარო: Heimerdinger Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Heimerdinger Lore.
No comments:
Post a Comment