დრავენი.
მისი ძმის, დარიუსისგან განსხვავებით, ომში გამარჯვება დრავენისთვის არასდროს იყო საკმარისი. მას სურდა მოეპოვებინა აღიარება, პატივისცემა და ხალხის ყურადღება. თავიდან იგი აღიარების მოპოვებას ნოქსიის ჯარის რიგებში ცდილობდა, თუმცაღა მისი ცდა ამაო იყო. ბოლოს იგი ციხეებში ჯალათად მუშაობდა და დასჯის ცერემონიალს ნამდვილ შოუდ აქცევდა ხოლმე.
დრავენმა მის პირველ დასჯის ცერემონიალზე, დამსწრეებში გაოგნება გამოიწვია როდესაც სიკვდილმისჯილ პატიმარს, გადარჩენისთვის გაქცევის უფლება მისცა. სიცოცხლის შენარჩუნების იმედით მირბენალ პატიმარს, დრავენმა მისი ძლიერი ცულის ტყორცნით მოუღო ბოლო. საბოლოოდ ეს მისთვის ტრადიციად იქცა და ყველა პატიმარს აძლევდა შანსს ერბინათ სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცაღა საბოლოოდ ყველა მისი მსხვერპლი ხდებოდა. დრავენმა ეს დასჯის ცერემონიალი მის პერსონალურ გამოსვლად აქცია, მან უარი თქვა ჯალათის შავ ფორმაზე და ყოველთვის ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი ადიოდა სცენაზე, მისი მოძრაობებიც უფრო და უფრო იხვეწებოდა და ხალხი სულ მეტად ინტერესდებოდა მისი შესაძლებლობების ნახვით. ამ პერიოდში დრავენს სახელი მალევე გაუვარდა. მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა და ამასთან ერთად იზრდებოდა მისი ეგოიზმი. საბოლოოდ მან გადაწყვიტა რომ ნოქსიის სცენა პატარა იყო მისთვის და მისი შესაძლებლობები მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებიდა ლეგენდების ლიგის წყალობით.
წყარო: Draven Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Draven Lore.
No comments:
Post a Comment