განგპლანკი.
განგპლანკი ვინსენტ ჩრდილის, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი პირატის შვილი იყო. მამამისის ლურჯი ცეცხლის კუნძულებზე ყველას ეშინოდა და ყველა პატივს სცემდა მას. ყველა ფიქრობდა რომ, მსგავს ოჯახში აზრდა განგპლანკსზე ცუდად იმოქმედებდა და იგი განებივრებული გაიზრდებოდა, თუმცაღა ყველაფერი პირიქით მოხდა. ბილგვოტერის ქალაქში, პირატებს არ ჰქონდათ ადვილი ცხოვრება რადგანაც აქ, მათ ძალაუფლებას არავინ აფასებდა და მხოლოდ ოჯახის იმედზე უნდა ყოფილიყავი. ვინსენტს ყოველთვის სურდა რომ განგპლანკი ძლიერი გამხდარიყო. განგპლანკი ყოველთვის გველივით ცბიერი და ფრთხილი იყო, დროთა განმავლობაში იგი ყველაზე ძლიერი და შიშისმომგვრელი პირატი გახდა ბილგვოტერში. თვრამეტი წლის განგპლანკმა, დაბადების დღეზე მამამისს ზურგში დანა ჩასცა და ამით, დედპულის გემის კაპიტანი გახდა.
ვალორანის მიწები პირატებისთვის ყოველთვის სახიფათო იყო. განგპლანკმა იცოდა რომ, მალე ბილგვოტერის პირატებს, ვალორანის პოლიტიკოსები და ბრძოლის აკადემია დაუპირისპირდებოდა. ამიტომ ბილგვოტერმა გადაწყვიტა თავის წარმომადგენლად, ლეგენდების ლიგაში მათი ყველაზე ძლიერი მეომარი, განგპლანკი გაუშვეს. მას იმედი აქვს რომ ერთ დღეს შინდაბრუნებულს მას პირატების მეფედ ცნობენ, მანამდე კი იგი სახელს იხვეჭს და ბილგვოტერის ღირსებას იცავს ლეგენდების ლიგაში.
წყარო: Gangplank Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Gangplank Lore.
No comments:
Post a Comment