აჰრი.
განსხვავებით სხვა მელიებისა, რომლებიც სამხრეთ ლონიის ტყეში ბინადრობნენ, აჰრი ყოველთვის გრძნობდა იდუმალ კავშირს მის გარშემო მყოფ მაგიური სამყაროს მიმართ. კავშირს რომელიც რაღაც მიზეზების გამო არ იყო სრული. აჰრი გრძნობდა რომ სხეული რომელშიც იგი დაიბადა არ შეესაბამებოდა მის არსებობას და ოცნებობდა რომ გამხდარიყო ადამიანი. მისი ოცნება აუხდენელი ჩანდა, მაგრამ ერთ დღეს იგი ადამიანების ომს შეესწრო, ეს იყო საზარელი სცენა, მიწა სავსე დაჭრილი და მომაკვდავი ადამიანების სხეულებით. აჰრი მიუახლოვდა ერთ-ერთ ადამიანს რომლის მაგიური წრეც სუსტდებოდა და სიცოცხლე ტოვებდა მის სხეულს. აჰრიმ უცნაური კავშირი იგრძნო ამ ადამიანთან, მისი სიცოცხლის წყარო გადავიდა აჰრის სხეულში და თან უხილავი მაგიური ენერგია შემატა. ეს გრძნობა მთლიანად აბრუებდა და ატყვევებდა აჰრის გონებას. ძილბურანიდან გამოსულმა, შეამჩნია რომ იგი შეცვლილი იყო. მისი თხელი თეთრი ბეწვი აღარ ფარავდა მას და მისი სხეული იმ ადამიანის ფორმისა იყო რომლისგანაც მან მაგიური ენერგია მიიღო.
მიუხედავად იმისა რომ აჰრის ადამიანის სხეულის ფორმა ჰქონდა, იგი ხვდებოდა რომ ტრანსფორმაცია არ იყო დამთავრებული. ადამიანის სხეულით შენიღბული მატყუარა არსება იყენებდა თავის სილამაზეს რათა მოეხიბლა კაცები და მის შარმში ყოფნის დროს მათგან სასიცოცხლო ენერგია მოეპარა. თავის ნებაზე მყოფი იგი არაფერს დარდობდა, მაგრამ რაც უფრო მეტ ადამიანს ართმევდა სიცოცხლეს, მით უფრო ივსებოდა მისი გული სინანულით. იგი ხვდებოდა რომ, ვეღარ იცხოვრებდა იმ ცხოვრებით როგორიც მას მელად ყოფნის დრო ჰქონდა და მოუწევდა პასუხისგება ჩადენილი ქმედებებისთვის. ამ ფიქრებში მყოფმა აჰრიმ გამოსავალი იპოვა ბრძოლის აკადემიაში სადაც რუნეტერას ყველაზე ძლიერი მაგიკოსები ბინადრობნენ, მათ შესთავაზეს აჰრის ადამიანის სრული ფორმა ლეგენდების ლიგაში მსახურობის სანაცვლოდ.
წყარო: Ahri Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Ahri Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Ahri Lore.
No comments:
Post a Comment