Saturday, May 17, 2014

ჯინქსი.







                                                                               ჯინქსი.

ჯინქსის ცხოვრების მიზანი განადგურების და ქაოსის მოტანაა. იგი ყოველთვის ტოვებს გვამების გროვას და არეულობას იქ სადაც იგი იმყოფება. მანიაკი და იმპულსური დამნაშავე, ყოველთვის პოულობს სიამოვნებას ისეთი ადგილების განადგურებაში, როგორიც არი პილტოვერი, რომელის მისთვის ყველაზე სულელური ადგილია. მის ინტერესს ამ ქალაქში მყოფი იარაღები წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის აქვს სურვილი ეთამაშოს პილტორივერის საუკეთეთო მებრძოლებს, განსაკუთრებით კი მისს ინტერესს ვი წარმოადგენს. 

პილტოვერის ქალაქი ყოველთვის პროგრესის და სიმშვიდის ქალაქად ითვლებოდა, მაგრამ ახალი კრიმინალების გამოჩენამ, ქალაქში არეულობა გამოიწვია. ჯინქსის მიერ ჩადენილი დანაშაულებები და მკვლელობები არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა. თვითმხილველები ამბობნენ რომ იგი პილტოვერის იარაღით იყო შეიარაღებული, მაგრამ მისი ტანსაცმელი უფრო ზაუნის სტილს წააგავდა. ერთი რამ იყო ყველასთვის ცნობილი იგი არავის ტოვებდა ცოცხალს ვინც მას წინ გადაუდგებოდა. 

ჯინქსის ქმედებები უკვე კონტროლის ზღვარს სცდებოდა, ამიტომ პილტოვერის შერიფმა კეიტლინმა მასზე ძებნა გამოაცხადა და დააწესა პრიზი მის თავზე. ჯინქსმა გაიგო ეს ამბავი და მივიდა იმ ადგილზე საიდანაც პრიზი უნდა გაცემულიყო მისი პოვნის შემთხვევაში. მან იცოდა რომ, ადრე თუ გვიან შერიფი იპოვიდა მას და იმისთვის, რომ მინიშნება მიეცა მან მთელი ქალაქი ვის კარიკატურებით გაავსო. 

ვი მიხვდა რომ, ჯინქსი კვლავ დაბრუნდებოდა ამ ადგილზე და ამიტომ იგი მას ამ ადგილზე ელოდებოდა. მისი ლოდინი ფუჭი არ გამოდგა, და მომღიმარე ჯინქსი მალევე გამოჩნდა საგანძურის შენობასთან. ვი ხვდებოდა რომ, ეს მისთვის შეიძლება ერთადერთი შანსი ყოფილიყო ჯინქსის დაჭერისთვის და ამიტომ, ჯინქსის შენობაში ჩაკეტვა და შინგით შეპყრობა გადაწყვიტა. იგი დაელოდა ჯინქსს და შესვლისთანავე გაეკიდა მას. დევნის შემდეგ მან შეიპყრო იგი, თუმცაღა ჯინქსი ადვილად არ ნებდებოდა. მან რაკეტები გაუშვა შენობის ჭერისკენ და ამით ორივე ნანგრევებში მოაყოლა.

ნანგრევებიდან გამოსულმა ვიმ, ჯინქსის პოვნა ვერ მოახერხა. როგორც შემდგომ დადგინდა საცავიდან ოქრო არ იყო გატანილი, მაგრამ მან იპოვა წერილი რომელმაც ჯინქსმა დაუტოვა მას, წერილზე ეწერა რომ იგი ვერასდროს დაიჭერდა მას. ვი მიხვდა რომ, დიდი ხნის სიმშვიდის შემდეგ ქალაქი ნელ-ნელა იძირებოდა სიბნელეში და კრიმინალებთან ნამდვილი ომი მხოლოდ ახლა იწყებოდა. 

წყარო: Jinx Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Jinx Lore.

No comments:

Post a Comment