ფიორა.
ფიორა, დემასიის ყველაზე ცნობილი დუელისტია. არისტოკრატული წარმომავლობის ფიორამ, ყველა ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცა მის მშობლიურ მიწებზე და ახლა იგი კვლავ ღირსეული მოწინააღმდეგეების ძიებაშია, რათა მათი დამარცხების შემდეგ მოიპოვოს სახელი და სახალხო აღიარება.
ფიორა ლორენტის სახლის ყველაზე პატარა წევრი იყო. მისი ოჯახი ყველაზე ძლიერი დუელისტებით გამოირჩეოდა მთელი ისტორიის მანძილზე და ფიორამაც იცოდა, რომ იგიც ამ გზას გაყვებოდა. მამამისი ქვეყნის ყველაძე ძლიერი დუელისტი, ფიორას ადრეული ასაკიდან ავარჯიშებდა და მისი ტალანტის გამოვლინებაში ეხმარებოდა. ფიორას ბევრი მისი თანატოლი ეუბნებოდა, რომ მისგან არ დადგებოდა ძლიერი მეომარი, თუმცაღა იგი მათ არ უსმენდა და ყოველთვის თავგამოდებით ვარჯიშობდა იმისთვის, რომ მამამისის იმედები გაემართლებინა. თუმცაღა მას დიდი იმედგაცრუება ელოდა წინ. ერთ დღესაც მამამისი დუელში თაღლითობაში ამხილეს, როდესაც უპოვეს დამაძინებელი შხამი, რომელიც მას მოწინააღმდეგისთვის უნდა მიეცა. ამის შემდეგ ფიორას ოჯახის რეპუტაცია ეჭვის ქვეშ დადგა. ნდობის აღსადგენად ფიორამ დუელზე მამამისი გამოიწვია. დუელის დროს ფიორამ შეატყო, რომ მამამისს დავიწყებული ჰქონდა, ნამდვილი დუელისტის მოძრაობები და ამიტომ ადვილად დაამარცხა იგი. ფიორამ გულზე მიადო ხმალი და ლორენტის სახლის მმართველობის უფლების მიცემა სთხოვა მას. მამამისი მიხვდა რომ დამარცხებული იყო და ამიტომაც დათანხმდა მას. მიუხედავად ამისა ფიორა ყოველთვის გრძნობდა, რომ მათი ოჯახის ღირსება გარკვეული ეჭვისქვეშ ყოველთვის იქნებოდა. მამისისგან განსხვავებით, ფიორა ყოველთვის წესებით დაცვით ამარცხებს მოწინააღმდეგეებს და ეძებს ყოველთვის ყველაზე ძლიერებს რათა გახდეს ყველაზე ძლიერი დუელისტი არა მარტო დემასიაში, არამედ მთელს ვალორანში.
წყარო: Fiora Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Fiora Lore.
No comments:
Post a Comment