დიანა.
დიანა, მთვარის სიძლიერის განსახიერებაა, რომელიც მზის მეომრების დაუძინებელი მტერია. თავის ხალხში დიანამ პატივისცემა დაიმსახურა, როგორც ერთგულმა მეომარმა. იგი თავის მოწინააღმდეგეს არჩევანის წინაშე აყენებს: ან სცეს პატივი მთავრეს, ან განიგმიროს მისი ხმლით.
მიუხედავად იმისა რომ დიანა, მზის ქალაქში დაიბადა, იგი ყოველთვის მთვარისკენ იყო მიდრეკილი და შვებას მისი სხივების ქვეშ პოულობდა. მისი ცნობისმოყვარე ბუნება მზის ქალაქის უხუცესების მიერ ყოველთვის ისჯებოდა. იგი ცდილობდა დაემტკიცებინა მთვარის ძალა, რათა უხუცესებს ეღიარებინათ მისი სიმართლე. ამისთვის იგი წლობით სწავლობდა მზის ქალაქის არქივებს და ერთხელაც ძველი წარწერებით დაფარული ნაწერი იპოვა. ამ წარწერებმა იგი მიტოვებული ტარგონის მთასთან მიიყვანა, სადაც მან ძველი მიტოვებული ციხე-სიმაგრე იპოვა. შინგით შესულმა დიანამ, იპოვა აბჯარი და ნახევარმთვარის ფორმის ხმალი, რომელიც მთვარის ნიშნებით იყო მოჭედილი. მან ეს რელივკიები მზის ქალაქში წაიყო, რათა დაემტკიცებინა უხუცესებისთვის რომ, არსებობდა ხალხი ვინც მისნაირად მთვარეს სცემდა თაყვანს. უხუცესებს არ სურდათ ამ ამბის გამოაშკარავება და ამიტომ დიანა, მზის რელიგიის მტრად გამოაცხადეს და სიკვდილი მიუსაჯეს. გაბრაზებულმა დიანამ, მთვარის ძალა იხმო დასახმარებლად, მთვარის სხივებმა მისი ხმალი არნახული ძალით დააჯილდოვეს. სასიკვდილოს გამეტებულმა დიანამ, მზის ქალაქის უხუცესები მთვარის ძალით დახოცა და მთვარის ციხე-სიმაგრეში გაიქცა. იგი იქ მთვარეს ცემს თაყვანს და ყველას ვისაც მთვარის ძალაში ეჭვი ეპარება, სასტიკად სჯის.
წყარო: Diana Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Diana Lore.
No comments:
Post a Comment