Sunday, May 11, 2014

დარიუსი.



                                                                       დარიუსი.

დარიუსი, ნოქსიის ჯარის ყველაზე ძლიერი და თავზარდამცემი სიმბოლოა. ადრეულ ასაკაში ობლად დარჩენილს, მარტოს უწევდა თავისი და მისი უმცროსი ძმის დრავენის სიცოცხლის შენარჩუნება. ჯარში შესვლის დროს, დარიუსი უკვე ვეტერანი მეომრის ძალას ფლობდა. მისი ნამდვილი გამოცდა დემასიის არმაისთან შეტაკების დროს მოხდა, დაღლილი და რიცვობრივად შემცირებული არმია უკან იხევდა, დარიუსის მხედართმთავარმა მის ნაწილს უკან დახევა უბრძანა, მაგრამ დარიუსმა უარყო მისი ბრძანება. მისთვის ეს ღირსების დაკარგვის ტოლფასი იყო, ამიტომ შეშინებული მხედართმთავარი თავისი უზარმაზარი ცულით განგმირა. გაოცებული, მაგრამ ამავე დროს დარიუსის ღირსებით შთაგონებული ჯარი გაჰყვა მას ბოლომდე საომრად. ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლის ბოლოს, მათ სძლიეს დემასიის ჯარებს და გამარჯვება მოიპოვეს.

გამარჯვების შემდეგ, დარიუსს მთლიანი ნოქსიის ჯარი ენდობოდა და დემასიასთან დაპირისპირებას სწორედაც რომ იგი მიუძღვებოდა წინ. ბრძოლის ველზე, ძალის დამტკიცების შემდეგ, შინდაბრუნებული დარიუსი ხვდებოდა რომ, ნოქსიას ძალა ნელ-ნელა იშლებოდა, ფულსდახარბებული და ცბიერი ხალხის წყალობით, ამიტომ ძველი ძლიერების დასაბრუნებლად დარიუსმა ნოქსიის სათავეში ყოფნა გადაწყვიტა. დარიუსმა რამოდენიმე ცბიერი პიროვნება, ნოქსიის მართვის სათავეებიდან უხეში ძალით მოიშორა, რაც ხალხში მისდამი ცუდ დამოკიდებულებას აღვივებდა, თუმცაღა მას ეს არ აინტერესებდა, რადგანაც თვითონ არ აპირებდა ქვეყნის მართვას. მან იპოვა სვეინი, რომელშიც დაინახა ის ლიდერი რომელიც ნოქსიას ძველ ძლიერებას დაუბრუნებდა. დღესდღეობით დარიუსი და სვეინი ერთად იბრძვიან, ნოქსიის ძველი ერთობლიობის და სიძლიერის დასაბრუნებლად.

წყარო: Darius Lore.

 This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Darius Lore.

No comments:

Post a Comment