ბლიცკრანკი.
ზაუნი, ქალაქი სადაც მაგია და მეცნიერება ერთობლივად ვითარდება. ექსპერიმენტების სიმრავლემ თავისი დაღი დაასვა ქალაქს, თუმცაღა ზაუნის მეცნიერებს და გამომგონებს აქვთ უფლება გაცდნენ გარკვეულ საზღვრებს მეცნიერებაში თუკი ეს არ იქნება საზიანო. ზაუნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორანტებმა გააკეთეს აღმოჩენა ორთქლის ინტელიგენტურ ავტომიზირებაში. მათი ქმნილება ორთქლზე მომუშავე გოლემი ბლიცკრანკი დამხმარე მიზნებისთვის იყო შექმნილი, იგი ეხმარებოდა ზაუნის მეცნიერებს რადიოაქტიული ზონებიდან ნაგვის მოშორებაში, რადგანაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. თუმცაღა მალე ბრლიცკრანკმა წარმოაჩინა თავისი სხვა მხარეც რომელსაც მეცნიერები არ ელოდნენ.
ბლიცკრანკი მეცნიერებისთვის შეუცვლელი დამხმარე იყო და ამიტომ იგი ზაუნში მალევე გახდა პოპულარული, მის დასასაკუთრებლად ბევრი იბრძოდა, მაგრამ მისი ყოლის უფლება პროფესორ სტენვიკ პიდიდლის ჰქონდა, თუმცაღა ბოლოს აღმოჩნდა რომ ბლიცკრანკი რეალურად არავის არ ეკუთვნოდა და ეს ყველაფერი ტყუილი იყო, რამოდენიმე ხნის შემდეგ ზაუნის კონსულმა ბლიცკრანკს თავისუფლება უბოძა. მარტო დარჩენილი გოლემი ადგილს ვერ პოულობდა ამიტომ წასვლა გადაწყვიტა. მოგზაურობის დროს იგი ვალორანის იმ ადგილს მიადგა სადაც მისნაირი უჩვეულო არსებები იყრიდნენ თავს, ლეგენდების ლიგას. იგი მალევე მიიღეს და ბრძოლის ველზე აიყვანეს, სადაც ბლიცი თავს მშვენივრად გრძნობს.
წყარო: Blitzcrank Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Blitzcrank lore.
Your article has piqued a lot of positive interest. I can see why since you have done such a good job of making it interesting.
ReplyDeleteearn riot points online