ფიზი.
საუკუნეების წინ, წყალქვეშა რასამ წყლისქვეშა მთის ქვეშ ააშენა დაფარული ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ ამ რასას ყოველთვის ყავდა მტერი, ქალაქი მათ იცავდა შემოტევებისგან და დიდი ხნის განმავლობაში მშვიდად და უზრუნველად ცხოვრობნენ. ფიზს არ მოსწონდა ცხოვრების ესეთი სახე. იგი ყოველთვის იპარებოდა ქალაქიდან და ეძებდა საფრთხეს. მოგზაურობის დროს ფიზს, მრავალი ბრძოლის გადატანა მოუწია. მისი მახვილი გონება და მოქნილი ტანი, მას ყოველთვის აძლევდა საშუალებას ადვილად დაეღწია თავი, რთული სიტუაციებიდან. ერთხელაც შინ დაბრუნებულ ფიზს, ქალაქი დაცარიელებული დახვდა და არც ჩანდა ამხსნელი მიზეზი იმის თუ რატო გაქრა ხალხი ქალაქიდან. მარტო დარჩენილ ფიზს ქალაქში აღარაფერი აჩერებდა, ამიტომ იგი კვლავ სამუგზაუროდ წავიდა.
წლების განმავლობაში, ფიზი ოკეანეში დაეხეტებოდა და პატარაობაში მოგზაურობების დროს მიღებული გამოცდილებით ირჩენდა თავს. საბოლოოდ ფიზმა ბილგვოტერის პორტი აღმოაჩინა, ფიზს ყოველთვის აინტერესებდა თუ როგორი იყო სიცოცხლე, წყლის ზემოთ და ამიტომ იგი ბილგვოტერის კუნძულზე ავიდა. ბილგვოტერის ხალხისთვის ფიზი უცნაური არსება იყო, ზოგს მოსწონდა იგი ზოგი კი მოსაკვლად დასდევდა მას. საბოლოოდ ფიზმა წყალში დაბრუნება მოინდომა და ერთ დღესაც როდესაც იგი ნავსადგომთან იდგა, გიგანტური ზვიგენი გამოჩდნა და თავს დაესხა ბილგვოტერს. ფიზმა იგი ადვილად დაამარცხა, რადგანაც კარგად იცოდა ზღვის ცხოველების სუსტი მხარეები. სახალხო გმირად ცნობილი ფიზი, ბილგვოტერში დარჩა და ხალხის ნდობაც მოიპოვა. ამჟამად იგი, თავისი ხალხის სახელს იცავს ლეგენდების ლიგაში.
წყარო: Fizz Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Fizz Lore.
Thanks for another wonderful post. Where else could anybody get that type of info in such an ideal way of writing?
ReplyDeleteleague of legends riot points