Friday, May 9, 2014
ენი.
ენი.
ცოტა ხნით ადრე სანამ ლეგენდების ლიგა დაიწყებოდა, ნოქსიის დაბინძურებულ და ცოდვით გაჟღენთილ ქალაქში, გამოჩნდა რამოდენიმე ადამიანი რომელიც არ ეგუებოდა ამ ბოროტებას. ქალაქის მმართველობა გადაეცა თვითმარქვია პრინც რაშალიონს, რომელიც ყველა გზით დევნიდა და გმობდა მათ ვინც მის ნებას არ ასრულებდა და გამოდიოდა მის წინააღმდეგ. ხალხი რომელიც გმობდა ამ მდგომარეობას გაერთიანებული იყო ნაცრისფერ ორდენში და ცდილობდა მშვიდობა მოეტანა. ორდენის ლიდერები ცოლ-ქმარი: გრეგორი ჰასტუკი, ნაცრისფერი ჯადოქარი და მისი ცოლი ამოლინი, უჩინარი ჯადოქარი იყვნენ. მათ ერთად მოუყარეს თავი ნოქსუსის გამორჩეულ მაგიკოსებს და ინტელიგენციას და გადასახლდნენ დიდ ბარიერთან ახლოს, ვუდუს მიწებზე. მიუხედავად იმისა რომ მათ იქ სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევდათ, ნაცრისფერი ორდენის კოლონია გადარჩა ისეთ მიწაზე სადაც ბევრი ერთი დღეც ვერ გაძლებდა ცოცხალი.
რამოდენიმე ხნის შემდეგ გრეგორის და ამოლინს ეყოლათ შვილი სახელად ენი. მათ თავიდანვე იგრძნეს რომ ენი გამოირჩეოდა. ორი წლის ენიმ მოათვინიერა და მის შინაურ ცხოველად გაიხადა დათვი რომელიც იპოვა მახლობელ ტყეში. ენის თავისი დათვი "ტიბერსი" მუდამ თან დაჰყავს, უმეტესად იგი სათამაშო დათვის მოჯადოებული ფორმით ჰყავს. ენის წარმომავლობამ და აგრეთვე ისეთ ადგილზე გაჩენამ რომელიც შავი მაგიით იყო სავსე მას არნახული ძალა მიანიჭა. ლიგაში ენი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჩემპიონია, თვით ნოქსიის ქალაქის მაცხოვრლებლების მიერაც, რომლებმაც მისი მშობლები გააძევეს ქალაქიდან.
წყარო:Annie Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Annie Lore.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Thanks so much for sharing this awesome info! I am looking forward to see more posts by you!
ReplyDeleteleague of legends riot points