Friday, May 9, 2014

ბრენდი.



                                                                     ბრენდი.


შორეულ ადგილას რომელსაც ლოკფარი ერქვა, ცხოვრობდა მარადიორი სახელად კეგან როდჰე. როგორც თავისი წინაპრები და მისი ხალხი ისევე კეგანიც მიუძღვებოდა თავის ტომს ტალღებში და პარავდა განძს ნებისმიერ შემხვედრს. ზოგისთვის იგი ნამდვილი ურჩხული იყო, ზოგისთვის ჩვეულებრივი ადამიანი. ერთ ღამესაც როდესაც ჩრდილოეთის წყლებში მიცურავდნენ, უცნაური სინათლე ათამაშდა ყინულებზე. ეს რაღაც უცნაური და მომხიბლავი იყო და იზიდავდა მათ, როგორც ღამის პეპელას სინათლე. ყინულების ჩაყოლებაზე მათ შეხვდათ გამოქვაბული, რომელიც უძველესი წარწერებით იყო სავსე. გამოქვაბულში შესვლისას მათ დაინახეს ცეცხლის ალი რომელიც ყინულის გალიაში თამაშობდა. საფრთხე იმის რომ ამ ცეცხლს რაიმე დაეწვა არ არსებობდა,  განსაკუთრებით ესეთ მყარ ყინულებში, მაგრამ როგორც სირენის სიმღერა ისე იზიდავდა იგი კეგანს და მის ხალხს. კეგანის მებრძოლებმა უკან დაიხიეს, რადგანაც მაინც საეჭვოდ ჩათვალეს მიახლოება, მაგრამ კეგანი ისე იყო გაბრუებული რომ შიშის გრძნობაც დაკარგული ჰქონდა და გაშვერილი ხელით მიდიოდა ცეცხლისკენ. 

ეს არის ბოლო რამ რაც კეგან როდჰეს ახსოვს, რადგანაც ამის შემდგომ მის სხეულს  ბრენდი დაეუფლა , უძველესი ქმნილება - რუნების ომის გამომწვევი არსება.
ძველ ნაწერებში მას ცეცხლოვან შურისმაძიებელს უწოდებენ. მის სიძულვილით შეპყრობილ გონებას მხოლოდ განადგურება მოჰქონდა ადამიანებისთვის. არავინ იცის თუ როგორ მიაგნო ბრენდმა ვალორანის მიწებს, თუმცაღა დემასიის არმიამ სძლია მას და წაუყენა პირობა, ან უნდა ებრძოლა ლეგენდების ლიგაში ან მოკლავდნენ. ბრენდმაც რათქმაუნდა ბრძოლა არჩია. 
წყარო: Brand Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Brand Lore.

1 comment:

  1. Great articles and great layout. Your blog post deserves all of the positive feedback it’s been getting.
    http://gainfreestuff.com/free-riot-points

    ReplyDelete