Wednesday, May 14, 2014

გალიო.


                                                                    გალიო.

დიდი ხნის წინ, სანამ ლეგენდების ლიგა მაგიური ძალის კონტროლს დაამყარებდა სამყაროში, მაგიკოსები ცდილობდნენ შეექმნათ სიცოცხლე რომელიც არ იყო ბუნებრივი და იქნებოდა შექმნილი ადამიანების მიერ. ყველაზე ძლიერი და ნასწავლი მაგიკოს-გამომგონებლები ქმნიდნენ სხვადასხვა ტიპის გოლემებს, რომლებიც ამ დროისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო აკრძალული გახდა. ერთ-ერთი ესეთი გამომგონებელი იყო დემასიის წარმომადგენელი დურანდი. იგი ქმნიდა მრავალი სახის გოლემებს და სხვა სახის მოწყობილობებს, რომელიც ეხმარებოდა მას ქალაქის დაცვაში, მეზობელი ნოქსიის არმიის შემოტევებისგან. თავის პირადი დაცისთვის დურანდს მისი ყველაზე ძლიერი ქმნილება, გალიო ჰყავდა. ეს ქმნილება გარგულიის ფორმის იყო, იგი ყოველთვის დაჰყვებოდა დურანდს მოგზაურობების დროს და იცავდა ყოველგვარი მოსალოდნელი საშიშროებებისგან. თუმცაღა დურანდს წინ ელოდა საფრთხე რომლისგანაც გალიომაც კი ვერ იხსნა იგი.

ერთხელ როდესაც დურანდი გალიოსთან ერთად ჰოულინგ მარშში მოგზაურობდა, იგი ალყაში მოაქციეს ნოქსიის ასასინებმა. მკვლელები მათ რიცვხობრივად ჭარბობდნენ და ამიტომ, გალიომ ვერ შეძლო დურანდის დახმარება. იგი იდგა და უყურებდა თუ როგორ კლავდნენ მის შემქმნელს. გალიო მიხვდა თავის უძლურებას და სასოწარკვეთაში ჩავარდა. ღირსებაშელახული და დურანდის სიკვდილით დამწუხრებული გალიო დიდი ხნის განმავლობაში იდგა პატრონის საფლავზე ერთგულების ნიშნად. ერთ დღესაც ამ უდაბნოში გამოჩნდა გოგონა, რომელიც შემთხვევით გალიოს მიეყუდა დასასვენებლად. მრავალწლიანი ძილიდან გამოსულმა გალიომ გოგონა დაინახა და მფარველობას დაპირდა. გოგონამ ამის სანაცვლოდ იგი დემასიაში მიიყვანა, სადაც გალიომ გაიხსენა თუ რის დასაცავ იბრძოდა მისი შემქმნელი. სწორედ ამ მიზნით გალიო შეუერთდა ლეგენდების ლიგას დემასიის სახელით. 

წყარო: Galio Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Galio Lore.

No comments:

Post a Comment