ლუსიანი.
ლუსიანი, არნახული ძალის მქონე რელივკური იარაღის მქონე მცველია, რომელიც სულების სამყაროს დარაჯობს. იგი ყოველთვის ინარჩუნებს სიმტკიცეს და არასდროს ჭოჭმანობს როდესაც საქმე სულების განადგურებას ეხება. იგი მარტო ასულებს თავის მისიას, რომელიც იმაში მდგომარეობს რომ არ დაუშვას სულების ბოროტ არსებებად ქცევა, რომელთა შორის მისი ძველი სიყვარულია.
როგორც მათი ტყუპო რელიკვიური იარაღი, ისე ლუსიანი და მისი ცოლი სენა ერთი წარმოშობის იყვნენ. ერთად ისინი ყოველთვის იცავდნენ რუნეტერას ბოროტი ძალისგან და იხსნიდნენ სულებს წყევლისგან. სენას არასდროს ეპარებოდა ეჭვი იმაში რასაც ისინი აკეთებდნენ და ლუსიანიც დარწმუნებული იყო ამაში, რადგნაც მათი სიკეთის და კეთილშობილების ამბავი ყველგან ვრცელდებოდა.
ლუსიანი და სენა ყოველთვის მამაცურად იბრძოდნენ და არ უშინდებოდნენ ისეთ არსებებსაც რომლის ხსენებაზეც ადამიანებს შიში ეუფლებოდათ, მაგრამ თავად ეს წყვილიც კი ვერ წარმოიდგენდა თუ არსებოდნენ ესეთი საშინელი ქმნილებები რომლებიც ჩრდილის კუნძულებიდან მოვიდნენ რუნეტერას მიწაზე. სიკეთის მცველი წყვილი მედგრად დახვდა ამ ქმნილებებს და ნახვისთანავე ანადგურებდნენ მათ, მაგრამ ერთ დღესაც მათი იდილია დასრულდა როდესაც ისინი სულების შემგროვებელ თრეშს შეხვდნენ. მათ ადრეც უნახავთ მსგავსი საზარელი ქმნილება, მაგრამ თრეში მათთვის ზედმეტად ცბიერი და სასტიკი იყო. ბრძოლის დროს თრეშმა მოახერხა სენას სულის დამონება და იგი სულის ციხეში გამოამწყვდია საიდანაც ხსნა არ იყო. ლუსიანი პირველად დამარცხდა ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ თრეშმა ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა, მან ამით ჩრდილის კუნძულებს დაუძინებელი მტერი გაუჩინა.
ლუსიანი ამ არსებებისადმი სიძულვილით განიმსჭვალა, იგი სენას დატოვებული იარაღით დასდევს ამ საზარელ არსებებს მთელს რუნეტერაზე და ანადგურებს მათ. მან აღუთქვა თავის თავს, რომ ბოლომდე მიჰყვებოდა იმ მოვალეობას რასაც იგი და სენა ასრულებდნენ და არ მოისვენებდა მანამდე სანამ ყველა ბოროტ ძალას არ გაანადგურებდა რუნეტერაზე. მან იცოდა რომ სენას ვეღარ დაიბრუნებდა, მაგრამ სჯეროდა რომ მისდამი ერთგული სიყვარულით იგი შეძლებდა სამყაროსთვის მშვიდობა მოეტანა.
წყარო:Lucian Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Lucian Lore.
No comments:
Post a Comment