Friday, May 16, 2014

გარენი.


                                                                        გარენი.

ვალორანის მიწებზე არ არსებობდა უფრო ძლიერი და სახელგანთქმული ჯარი, ვიდრე დემასიის საგანგებო რაზმი. მათი შეუწყნარებელი ხასიათის მორალი შიშის ზარს ცემდა მოწინააღმდეგებს. მათთვის არ არსებობდა დანდობა, უკანდახევა და იგი მზად იყვნენ ბრძოლის ველზე მომკვარიყვნენ თავიანთი ღირსების დასაცავად. დემასიას ყოველთვის ჰქონდა ბრძოლები მის მტერ ნოქსიის არმიასთან. გარენი დემასიის ამ არმიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. იგი ამართლებდა თავისი წინაპრების ჩვეულებებს და ბრძოლის ველზე არავის ინდობდა. გარენი ერთ-ერთი ბრძოლის დროს კატარინას შეხვდა, რომელიც შემდგომში მისთვის დაუძინებელ მტრად იქცა, დემასიის ჯარისკაცები ვინც ამ ბრძოლის შემდეგ გადარჩნენ, ამბობდნენ რომ ეს ორი მეომარი სასიკვდილოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. არცერთი არ ნებდებოდა და საბოლოოს გამარჯვება ვერცერთმა ვერ მოიპოვა.

გარენი პირველად თავის სიცოცხლეში, ბრძოლიდან ძალაგამოხდილი დაბრუნდა სახლში. რაზმის რიგებში ხმები დაიძრა, რომ გარენს ეშინოდა კვლავ შეხვედროდა კატარინას, რომელთანაც იგი ცხოვრებაში პირველად დამარცდა. თუმცაღა გარენი არ აქცევდა ამ ჭორებს ყურადღებას, პირიქით მისთვის დიდი მოტივაცია იყო კვლავ ენახა ბრძოლის ველზე "ბოროტი მახვილი", რადგნაც ისეთი ნამდვილი მეომრისთვის როგორც გარენი იყო, ძლიერი მოწინააღმეგესთან შეტაკება ბრძოლის ველზე, მისი ცხოვრების მიზანი იყო. 

წყარო: Garen Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Garen Lore.

No comments:

Post a Comment