Tuesday, May 13, 2014

ელიზი.



                                                                   ელიზი.

ელიზი ყოველთვის იდუმალებით მოცული არსება იყო. დაუნდობელი და ელეგანტური ელიზი, თავის მსხვერპლს ყოველთვის მოტყუების გზით აბავდა ქსელში. ნებისმიერი ვინც მას უპირისპირდებოდა, კვდებოდა მანამდე სანამ გაიგებდნენ მის საიდუმლოს.

ხალხისგან მიმალულ შავბნელ ადგილებში,  ელიზი  ობობა ღმერთის შესახებ ქადაგებდა. მის მიმდევრებს სჯეროდათ რომ ელიზს სწორედ ამ ღმერთისგან ჰქონდა ნაბოძები, მისი უშრეტი ენერგია და ძალა. ბოლოს როდესაც ელიზმა ობობა ღმერთის სალოცავში წასვლა გადაწყვიტა, მან მისი მიმდევრებიდან მხოლოდ ყველაზე ერთგულები და თავდადებულები ამოირჩია. მხოლოდ რამოდენიმე აღმოჩნდა ისეთი ვინც, მას ბრმად ენდობოდა და მასთან ერთად გადაცურეს ზღვა. საბოლოოდ ისინი მივიდნენ ჩრდილის კუნძულებზე, სადაც ელიზმა ისინი შეიყვანა გამოქვაბულში რომელიც ობობის ქსელით იყო დაფარული. სალოცავის მოლოდინში მყოფი მიმდევრები ელიზს ბრმად შეყვნენ გამოქვაბულში. ცოტა ხნის სიარულის შემდგომ ელიზმა გააჩერა ისინი, მიმდევრებს სახე შეეცველათ და გაქცევა მოინდომეს, რადგანაც მათი ლიდერის ნამდვილი სახე აქამდე არ ენახათ, რომელიც უკვე ობობის ფორმას იღებდა. ელიზმა ისინი ქსელებში გაახვია და დაიყვირა. ხმაურზე სიბნელიდან გამოვარდა ობობის ფორმის მქონე ურჩხული, რომელიც ელიზის მიმდევრებს ეცა და ცოცხლად შეჭამა ისინი. ელიზი მიუახლოვდა არსებას რომელიც უკვე დანაყრებული იყო და ენერგია გამოაცალა მას. ამის შემდეგ კვლავ ადამიანის ფორმაში დაბრუნებული, დაუბრუნდა თავის მიმდევრებს, რომლებსაც უთხრა რომ ხალხი რომელიც მას გაჰყვა სალოცავშივე დარჩნენ ობობა ღმერთის მსახურებად. იგი დაპირდა მიმდევრებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათაც წაიყვანდა სალოცავში სადაც მათ ობობა ღმერთი ელოდათ.

წყარო: Elise Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Elise lore.

No comments:

Post a Comment