Friday, May 9, 2014

ეში.



                                                                     ეში.

ბავშვობაში ეში ყოველთვის მეოცნებე იყო. იგი მიდიოდა წინაპრების მიერ მიტოვებულ უზარმაზარ ციხესიმაგრეებში, იჯდა საათობით ცეცხლთან და უსმენდა ფრეილორდის გმირების ისტორიებს. ყველაზე მეტად მას ავალორას ისტორია უყვარდა, რომელიც ადრე გაერთიანებული ფრეილორდის დედოფალი იყო. მიუხედავად იმისა რომ დედამისს ეშის აზრები ბავშვურ სისულელედ მიაჩნდა, მას ყოველთვის სჯეროდა რომ შანსის შემთხვევაში იგი წავიდოდა მეომარ ტომებში რომლებიც ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ და ერთად კვლავ შეძლებდნენ ძველი დიდების დაბრუნებას.

ეში მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო როდესაც დედამისი ტომის დარბევის დროს მოკლეს. ტომის სათავეში ჩამდგარმა ეშმა რთული გადაწყვეტილება მიიღო, მან არჩია თავის ბავშვობის ოცნებას გაჰყოლოდა და არ წასულიყო შურისსაძიებლად, რომლის წყურვილიც ჰკლავდა. მან თავის ხალხს გააცნო თავისი გეგმა და აუხსნა რომ ამითი შესაძლებელი იყო მშვიდობის მოპოვება, მაგრამ ზოგიერთი მეომარი ეჭვქვეშ აყენებდა ეშის მმართველობის შესაძლებლობას და ახალგაზრდა ტომის ლიდერის მოშორება სურდათ.

მკვლელები ეშს ნადირობის დროს დაესხნენ თავს, თუმცაღა შევარდენის ყვირილმა იხსნა ეში სიკვდილისგან. ეშს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო და ამიტომ გაქცევა ამჯობინა. დიდი ხნის სირბილის შემდეგ იგი უკაცრიელ მიწაზე მოხვდა და თან შეამჩნია რომ იარაღიც არ ჰქონდა, მან იგი სირბილის დროს დაკარგა. შევარდენის ყვირილი კიდევ ერთხელ გაისმა და ეში მიჰყვა მას, როგორც გზამკვლევს. ცოტა ხნის სიარულის შემდეგ ეშმა მიაგნო შევარდენს რომელიც ქვის თავზე იჯდა, ქვაზე კი მხოლოდ ერთი სიტყვა იყო ამოტვიფრული : ავაროსა. 

მკვლელები ამასობაში დაეწივნენ ეშს, ეშმა ქვა აიღო რათა თავი დაეცვა , ამ დროს მან დაინახა ქვის ქვეშ მყოფი ყინულის მშვილდისარი. ეში დაიხარა მშვილდისრის ასაღებად და კივილი აღმოხდა რადგანაც მისი ხელები იყინებოდა, მაგრამ საბოლოოდ მოახერხა მშვილდის აღება. ეში შემოუტრილდა თავის მკვლელებს და მხოლოთ ერთი ისრის გასროლით დახოცა ისინი.  ეშმა მადლობა შესწირა ავაროსას და შინ დაბრუნდა. ტომში დაბრუნების შემდეგ ხალხმა იგი ცნო როგორც თვით ყინულის დედოფლის მიერ მადლბოძებული.

ავაროსას მშვილდის და თავისი ცივი გონების წყალობით, ეშის ტომი მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტომი მთელს ფრეილორდში . ახლა კი ტომი რომელსაც ავაროსანს უწოდებენ, დგას მედგრად იმ იმედით რომ ფრეილორდი კვლავ გაერთიანდება და უძლეველი გახდება.

წყარო: Ashe Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Ashe Lore.

No comments:

Post a Comment