Friday, May 9, 2014
ანივია.
ანივია.
ანივია, ყველაზე ცივი ზამთრის შვილი, ფრეილორდის უძველესი მცველი, ყინულის მაგიის მფლობელია. იგი აკონტროლებს ბუნებას და იძახებს თოვლს და ქარბუქს რათა დაიცვას მისი სამშობლო მტრისგან. ერთგული და მისტიური ქმნილება, ფრეილორდის საჯარადოზე დგას და იცავს მას საკუთარი სიცოცხლის, სიკვდილის და რეინკარნაციის დროს.
ანივია ისეთივე განუყრელი ნაწილია ფრეილორდის, როგორც იქაური მუდმივი სიცივე. დიდი ხნით ადრე სანამ მომაკვდავები შემოვიდოდნენ ფრიგიდ ტუნდრას მიწაზე, ანივიამ რამოდენიმე სიცოცხლე ჰქონდა უკვე გატარებული. მისი სიცოცხლის საწყისი და დასასრული ყოველთვის სხვანაირი იყო და მოჰქონდა როგორც ყინულოვანი ქარბუქი და განადგურება აგრეთვე წყნარი გამყინვარების პერიოდი. ნათქვამი არის რომ როდესაც ყინულის ფენიქსი კვდება მასთან ერთად კვდება ძველი ერა, ხოლო როცა იბადება მასთან ერთად ეყრება საფუძველი ახალ ერას.
მიუხედავად იმისა რომ, ანივიას არ ახსოვს თავისი განვლილი ცხოვრებები, მან ყოველთვის ზუსტად იცის ერთი რამ, დაიცვას ფრეილორდი სიცოცხლის ფასად.
ბოლო რეინკარნაციის დროს, ანივიამ მის მიწებზე ადამიანების ტომები იპოვა. შეთანხმების შედეგად იგი იცავდა მათ, მაგრამ ეს კავშირი დიდხანს არ გაგრძელდა. ადამიანების ტომები გაიყვნენ და ანივია მათი ომის მომსწრე გახდა. ანივია ყველანაირად ცდილობდა მათ დაზავებას და დაწყნარებას, მაგრამ ბოლოს იგრძნო რომ უფრო დიდი საშიშროება ელოდა მის სამშობლოს. რაღაც უძველესი ბოროტება იღვიძებდა ფრეილორდის მიწებზე, თავად ყინული შავდებოდა და დაწყევლილი ხდებოდა. როგორც სისხლი წყალში, ისე დაგუბდა ბოროტება ფრეილორდში. სამშობლოზე მიჯაჭვული ანივია ხვდებოდა რომ, თუ ბოროტება მის მიწებზე იმარჯვებდა მალე მისი გულიც აივსებოდა იგივე ბოროტებით და ამის თავიდან ასაცილებლად მას რაიმე უნდა ეღონა.
ანივიამ მალევე იპოვა თანამოაზროვნე და თანამებრძოლი, ყინულის მშვილდით აღჭურვილი ეში. ეშსაც სჯეროდა იმის რომ ფრეილორდს საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ შესთავაზა დახმარება ტომის ლიდერს რომელსაც ანივია იცავდა. ანივია ემზადებოდა დიდი ომისთვის, რომელიც სულ მალე გარდაუვალი იქნებოდა, თუმცაღა ისიც იცოდა რომ სულ მალე ბოროტება ამოხეთქავდა ყინულებიდან და ანივიას მოუწევდა მისი დამარცხება სიცოცხლის ფასად.
წყარო: Anivia Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Anivia lore.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment