ლეონა.
ტარგონის მთის ფერდობებზე ცხოვრობენ რაკორის მეომრები, მათი ცხოვრების აზრი მხოლოდ ომია და ისინი ამით საზრდოობენ. თუმცაღა ტარგონზე არის ასევე სპეციალური მეომრების რაზმი, რომლებიც სხვა მიზნისთვის ცხოვრობენ. მათ არმიას ეძახიან სოლარის და მხოლოდ მათ აბჯარზე თვალის შევლებაც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდეთ რომ ეს ჯარი მზეს ეთაყვანება. ლეგენდების თანახმად სოლარის რაზმი ჩამოაყალიბა ერთ-ერთმა მეომარმა რომელსაც შეეძლო ბრძოლის ველზე მზის ძალის გამოყენება. მან მიიჩნია, რომ ტარგონის მთა ყველაზე ახლოს იყო ვალორანზი მზესთან და ტარგონის მეომრებს თხოვა უფლება მიეცა მისი მიმდევრებისთვის ამ მთაზე დასახლებულიყვნენ რათა შეძლებოდათ თაყვანი ეცათ მზისთვის, რა ტრადიციასაც დღემდე აგრძელებენ ამჟამინდელი სოლარის წევრები.
ლეონას ორივე მშობელი რაკორის წევრი იყო და ისინიც ყოველთვის ომში პოულობნენ სიამეს. ლეონა პრობლემური ბავშვი იყო. იგი ისევე ძლიერად იბრძოდა როგორც მისი ბავშვობის მეგობარი პანთეონი, მაგრამ იგი არასოდეს არ იყო შეპყრობილი მკვლელობის სურვილით. ლეონას მიაჩნდა, რომ მეომრის ნამდვილი მოვალეობა საბშობლოს ერთგულება და დაცვა იყო. როდესაც ლეონა დუელზე გამოიძახეს სადაც ორი ახალგაზრდა რაკონელი ერთმანეთს სასიკვდილო ბრძოლაში იწვევდა რელიკვიური იარაღის მისაღებად, ლეონამ უარი განაცხადა ბრძოლაზე. ამ ქცევის გამო, რაკორის მეთაურებმა მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტეს, მაგრამ ცერემონიის დროს უეცრად ლეონას ჯალათებს მზის სხივი დაეცათ და მთელი ტარგონის მთა ნათელმა მოიცვა. ნათელის გაფანტვის შემდეგ ხალხმა დაინახა რომ ლეონა უვნებელი გადარჩენილიყო, ხოლო მისი ჯალათები მიზაწე მკვდრები ეყარნენ. სოლარის კლანმა მყისვე მიიღო ლეონა თავიანთ რიგებში. სოლარიში ლეონას მზის მცველის აბჯარი და ფარ-ხმალი უბოძეს რომელიც ერთ-ერთ უძველესი პატივსაცემი მეომრის იყო. ლეონას სოლარის კლანმა კარგად ასწავლა თავისი ძალის გამოყენება და საბოლოოდ როდესაც ლეონა უკვე სრულყოფილად დაეუფლა მზის ძალის გამოყენებას იგი ლეგენდების ლიგაში გაეშურა სოლარის სახელის წარმოსაჩენად.
წყარო: Leona Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Leona Lore.
No comments:
Post a Comment