Friday, May 23, 2014

მალჰაზარი.


                                                                      მალჰაზარი.

ბევრი ადამიანი გაგიჟებულა შურიმას მზის ყურების შემდეგ, მაგრამ მაჰლაზარმა მისი საღი აზრი, სიბნელით მოცულ ღამეში დაკარგა. მალჰაზარი თავიდანვე განსხვავებული ნიჭით დაჯილდოვებული დაიბადა, იგი წინასწარმეტყველი იყო. მალჰაზარის ეს ნიჭი მთლიან რუნეტერას აძლევდა იმედს უკეთესი მომავლისთვის, მაგრამ ამ ნიჭთან ერთად მალჰაზარი დაწყევლილიც იყო, მის გონებაში შემოდიოდნენ ბოროტი არსებები და შთააგონებდნენ მას სხვადასხვა ბოროტ აზრებს. ძილის დროს, როდესაც მალჰაზარის ყურადღება ყველაზე მოდუნებული იყო, მას ჩაესმოდა ბოროტი არსებების ხმები, რომლებიც ცდილობნენ დაპატრონოდნენ მის გონებას. გარკვეული პერიოდი მალჰაზარი ებრძოდა ამ ხმებს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ბოროტი არსებების შთაგონება სულ უფრო ძლიერდებოდა და ბოლოს, მალჰაზარის გონება ვეღარ შეეწინააღმდეგა მათ. 

მოჯადოებული მალჰაზარი უდაბნოში გაემგზავრა წყლის და საკვების მარაგის გარეშე. მისი მიზანი იყო ეპოვა დაკარგული ცივილიზაცია, რომელიც ძველ ტექსტებში იკაფიას სახელით იყო ცნობილი. ბევრისთვის ეს ადგილი მითი იყო, ხოლო ისინი ვინც ფიქრობნენ რომ ამ ადგილის არსებობა შესაძლებელი იყო, საბოლოოდ ხედავნენ ქვიშას რომელსაც ეს ადგილი ჰქონდა დაფარული. ძიების დროს უეცრად მალჰაზარი ქვიშაში ჩავარდა, გონზე მოსვლის შემდგომ მან  ნახა რომ იგი უცნაური ობელისკის ნანგრევებში იმყოფებოდა. სიარულის შემდეგ მან იპოვა ოთახი სადაც უცხოპლანეტელების გეომეტრიით დახაზული რუნების ქალაქი იყო გამოსახული, ამ ოთახშივე იდგა შემზარავი და ბოროტი ღმერთების ქანდაკებები. ეს ადგილები ადამიანის თვალისთვის მიუწვდომელი და დამალული იყო, მალჰაზარი კი ამ აღმოჩენის შემდეგ სიცარიელის ძალამ შეიპყრო. მისი თვალები იმ ფორმის გახდა რაც სიცარიელის მაგიკოსებს ჰქონდათ. მან მისი წინასწარმეტყველობის ნიჭი დაკარგა და სამაგიეროდ მიიღო ის ფიცი, რაც სიცარიელის ქმნილებებს ჰქონდათ დადებული ვალორანისთვის. ხმა რომელიც ადრე მას გონებაში ჩაესმოდა ახლა მისი ბაგეებიდან ისმოდა. მალჰაზარს სურდა ენახებინა მისი ახალი ძალა სამყაროსთვის რათა დაენახებინა მათთვის თუ რა შემზარავი და ძლიერი შეიძლება იყვეს სიცარიელის მაგია. ამისთვის იგი ლეგენდების ლიგაში გაწევრიანდა. პარარელურად მალჰაზარი ჩრდილოეთში გაემგზავრა რათა ეპოვა მისი დანიშნულება მსოფლიოში. 

წყარო:Malhazar Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Malhazar Lore.

ლუქსი.



                                                                        ლუქსი.

დემასიის მსახურ ღირსეულ გვირგვინისმცველების, პარაგონის ოჯახის წევრს ლუქსანას (ლუქსს) დაბადებინავე დიდი მომავალი ელოდა წინ. ლუქსი ერთადერთი ქალიშვილი იყო პარაგონის ოჯახში, მას მისცეს ყველაზე ძვირადღირებული და შესაფერისი განათლება, რაც შეეფერებოდა ისეთი მაღალი წოდების ოჯახებს, როგორიც მათი იყო. ასაკთან ერთად, ლუქსი ხვდებოდა რომ იგი გარკვეული ნიჭით იყო დაჯილდოვებული. მას შეეძლო დაეჯერებინა ადამიანებისთვის ისეთი რამის არსებობა, რაც რეალურად არ არსებობდა. იგი ასევე მალე ითვისებდა ინჟინერულ მაგიას და ზოგადად მაგიის ნებისმიერ სახეს. მისთვის საკმარისი იყო მხოლოდ ერთხელ ენახა თუ როგორ წარმოიქმნებოდა ეს მაგია და უკვე შეეძლო მისი გამოყენება სწავლის გარეშე. ხალხს იგი ვუნდერკინდად მიაჩნდა და მისმა შესაძლებლობებმა მთავრობის და ჯარის ყურადღებაც მიიქცია. 

მაგიის სკოლაში, ლუქსმა აღმოაჩინა რომ იგი მშვენივრად მართავდა სინათლის მაგიას. მას ეს ძალიან გაუხარდა, რადგანაც ყოველთვის სურდა სიკეთის სახელით ბრძოლა და ხალხის დაცვა ბოროტებისგან. დემასიის ჯარმა ლუქსი მაგიის სკოლიდან მალევე აიყვანა და სპეციალურ წვრთნებზე წაიყვანა. ლუქსმა მალე გაითქვა სახელი მისი გმირობებით. ერთ-ერთი ასეთი გმირობა მთელი ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი, როდესაც მან ნოქსიის მეთაურის კატაკომბებში, ნოქსიის იონიაზე შეტევის გეგმა იპოვა. ამ ინფორმაციამ მას სახელი გაუთქვა როგორც დემასიაში ასევე იონიაში. ლუქსი ხვდებოდა რომ მსგავსი საქმე არ აკმაყოფილებდა მის სურვილებს და ამიტომ მან მისი ძმის კვალდაკვალ ლეგენდების ლიგაში წასვლა გადაწყვიტა, სადაც დემასიის სახელით იბრძოლებდა და მთელს მსოფლიოს აჩვენებდა მათი სინათლის ძალას. 

წყარო: Lux Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Lux Lore.

ლულუ.


                                                                        
                                                                            ლულუ.

ლეგენდების ლიგაში ლულუ ყველაზე მოუსვენარი და თვითნება ჩემპიონია. პატარაობაში როდესაც ლულუ ბანდლის ქალაქში ცხოვრობდა, იგი ყოველთვის იპარებოდა ხოლმე ტყეში და ოცნებებში გართული ხშირად იკარგებოდა. ლულუ არ იყო არაკომუნიკაბელური, უბრალოდ ბანლის ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების წესი ვერ აკმაყოფილებდა მის წარმოსახვებს. მას საინტერესოდ მიაჩნდა ისეთი ადგილები, სადაც ადამიანების უმეტესობა არასდროს იფიქრებდა წასვლას. ამ ადგილებში სიარულის დროს ერთხელაც ლულუმ იპოვა პიქსი, ფერიის სული, რომელიც თითქოსდა ჩიტის ბუდეში იყო გაჭედილი. ლულუს წარმოსახვის შესაძლებლობამ პიქსი მიიზიდა და ფერიამ ლულუს თავის სამყაროში წაყვანა გადაწყვიტა. ისინი წავიდნენ ფერიების ქალაქ გლეიდში რომელიც ტყეში იყო დამალული და ჩვეულებრივი ადამიანს მისი დანახვა არ შეეძლო. როდესაც ლულუ ფერიების ქალაქში შევიდა მისთვის ზომები და ფერები უეცრად შეიცვალა და განსხვავებული გახდა იმისგან რის ხედვასაც იგი იყო მიჩვეული ბანდლის ქალაქში. ლულუ ძალიან მოიხიბლია გლეიდით და აღარ სურდა თავის ქალაქში დაბრუნება. 

ფერიების ქალაქში დრო მალე გარბოდა. ლული და პიქსი დამეგობრდნენ და განუყრელი მეგობრები ყოველთვის ერთად თამაშობდნენ სხვადასხვა თამაშებს. ლულუს მოულოდნელად გაახსენდა, რომ იგი დიდი ხანია აღარ ყოფილა ბანდლის ქალაქში და ამიტომ გადაწყვიტა ცოტა ხნით კვლავ შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ როდესაც პიქსიმ და ლულუმ დატოვეს ფერიების ქალაქი მათ ნახეს რომ, ბანდლის ქალაქი შეცვლილი იყო. დროის აღქმა ფერიების ქალაქში სხვანაირი იყო და ლულუს იქ ყოფნის განმავლობაში უკვე საუკუნეები იყო გასული. ლულუს დამნაშავედ მიაჩნდა თავი და ბანდლის ქალაქის მაცხოვრებლებს მათი ბავშვების მეთვალყურეობდა და გართობა შესთავაზა, მაგრამ იგი უარით გაისტუმრეს. საბოლოოდ ლულუს მიასწავლეს ადგილი სადაც მისნაირი მაგიური ძალის მქონეებს არა მარტო იღებდნენ არამედ პატივსაც ცემდნენ. ეს ადგილი იყო ლეგენდების ლიგა.

წყარო:Lulu Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Lulu Lore.

Wednesday, May 21, 2014

ლუსიანი.



                                                                      ლუსიანი.

ლუსიანი, არნახული ძალის მქონე რელივკური იარაღის მქონე მცველია, რომელიც სულების სამყაროს დარაჯობს. იგი ყოველთვის ინარჩუნებს სიმტკიცეს და არასდროს ჭოჭმანობს როდესაც საქმე სულების განადგურებას ეხება. იგი მარტო ასულებს თავის მისიას, რომელიც იმაში მდგომარეობს რომ არ დაუშვას სულების ბოროტ არსებებად ქცევა, რომელთა შორის მისი ძველი სიყვარულია. 

როგორც მათი ტყუპო რელიკვიური იარაღი, ისე ლუსიანი და მისი ცოლი სენა ერთი წარმოშობის იყვნენ. ერთად ისინი ყოველთვის იცავდნენ რუნეტერას ბოროტი ძალისგან და იხსნიდნენ სულებს წყევლისგან. სენას არასდროს ეპარებოდა ეჭვი იმაში რასაც ისინი აკეთებდნენ და ლუსიანიც დარწმუნებული იყო ამაში, რადგნაც მათი სიკეთის და კეთილშობილების ამბავი ყველგან ვრცელდებოდა. 

ლუსიანი და სენა ყოველთვის მამაცურად იბრძოდნენ და არ უშინდებოდნენ ისეთ არსებებსაც რომლის ხსენებაზეც ადამიანებს შიში ეუფლებოდათ, მაგრამ თავად ეს წყვილიც კი ვერ წარმოიდგენდა თუ არსებოდნენ ესეთი  საშინელი ქმნილებები რომლებიც ჩრდილის კუნძულებიდან მოვიდნენ რუნეტერას მიწაზე. სიკეთის მცველი წყვილი მედგრად დახვდა ამ ქმნილებებს და ნახვისთანავე ანადგურებდნენ მათ, მაგრამ ერთ დღესაც მათი იდილია დასრულდა როდესაც ისინი სულების შემგროვებელ თრეშს შეხვდნენ. მათ ადრეც უნახავთ მსგავსი საზარელი ქმნილება, მაგრამ თრეში მათთვის ზედმეტად ცბიერი და სასტიკი იყო. ბრძოლის დროს თრეშმა მოახერხა სენას სულის დამონება და იგი სულის ციხეში გამოამწყვდია საიდანაც ხსნა არ იყო. ლუსიანი პირველად დამარცხდა ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ თრეშმა ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა, მან ამით ჩრდილის კუნძულებს დაუძინებელი მტერი გაუჩინა. 

ლუსიანი ამ არსებებისადმი სიძულვილით განიმსჭვალა, იგი სენას დატოვებული იარაღით დასდევს ამ საზარელ არსებებს მთელს რუნეტერაზე და ანადგურებს მათ. მან აღუთქვა თავის თავს, რომ ბოლომდე მიჰყვებოდა იმ მოვალეობას რასაც იგი და სენა ასრულებდნენ და არ მოისვენებდა მანამდე სანამ ყველა ბოროტ ძალას არ გაანადგურებდა რუნეტერაზე. მან იცოდა რომ სენას ვეღარ დაიბრუნებდა, მაგრამ სჯეროდა რომ მისდამი ერთგული სიყვარულით იგი შეძლებდა სამყაროსთვის მშვიდობა მოეტანა. 

წყარო:Lucian Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot:  Lucian Lore.


ლისანდრა.


                                                                          ლისანდრა.

ლისანდრას შერეული მაგია რომელიც ნამდვილი ყინულის და შავი ძალისგან შედგება ერთიანად რაღაც საზარელს და შიშისმომგვრელს წარმოქმნის. მისი შავი ყინულის მაგიის წყალობით იგი არა მარტო ყინავს მის მოწინააღმდეგეებს არამედ ნაწუკებად ჭრის და ანადგურებს მათ. შეშინებული ჩრდილოეთის მაცხოვრებლებისთვის ის "ყინულის ალქაჯის"  სახელითაა ცნობილი, მაგრამ მისი ნამდვილი არსი უფრო შიშის მომგვრელია რადგანაც იგი ბუნების მომწამლავია რომლის მიზანი მსოფლიოში გამყინვარების მოტანაა.

საუკუნეების წინ, ლისანდრამ უღალატა თავის ტომს  ბოროტ არსებებთან, რომლებიც გაყინული ანგელოზების სახელით იყვნენ ცნობილნი. ლისანდრამ ამის სანაცვლოდ მიიღო ძალა რომელზეც იგი ყოველთვის ოცნებოდა და ამ ბოროტ არსებებთან ერთად თავის ტომს სიცივე და გამყინვარება მოუტანა. ლისანდრა ქარბუქივით უვლიდა მიწებს სადაც მხოლოდ სიცარიელეს და გამყინვარებას ტოვებდა. საბოლოოდ ბოროტი არსებები უძველესმა მეომრებმა დაამარცხეს, მაგრამ ლისანდრა იმედს იტოვებდა რომ იგი შეძლებდა მათ დაბრუნებას სამყაროში და მათთან ერთად მოიტანდა განადგურებას. 

ლისანდრა ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია გაყინული ანგელოზების შესახებ. მაგიის წყალობით იგი იღებდა ადამიანის ფორმას და  ელაპარაკებოდა ყველა უხუცესს და ბრძენს ამ არსებების შესახებ. თაობების განმავლობაში იგი ცვლიდა ფრეილორდის ისტორიას და საბოლოოდ ეს გაყინული ანგელოზები კაცობრიობას მხოლოდ ზღაპრად მიაჩნდათ. ლისანდრასთვის ეს შთაგონება არ იყო საკმარისი, მისი გეგმების განსახორციელებლად მას ჭირდებოდა ჯარი. 

მან მისი არჩევანი ყინულისმცველების ღირსეულ ტომზე შეაჩერა. მან იცოდა რომ, ამ ტომის დაყოლიება საუკუნეებით მოუწევდა და ამიტომ ყველაზე ძლიერი მაგია გამოიყენა და ყინულისმცველების ლიდერი მოკლა და შემდგომ მისი ფორმა მიიღო. ამის მეშვეობით ლისანდრა ნელ-ნელა ცვლიდა მისი ტომის ხალხის შეხედულებებს. როდესაც ტომის ლიდერის სხეული დაბერდა და სიკვდილის პირას იყო, ლისანდრამ მისი მემკვიდრე განგმირა და მისი ფორმა მიიღო. ამ მაგიის წყალობით ლისანდრა ყოველთვის მართავდა ყინულისმცველების ტომს და სულ უფრო აღვივებდა მათში სიბოროტეს და სისასტიკეს. ხალხს დღემდე სჯერა რომ, ყინულისმცველების ტომი ღირსეულად იცავს სამყაროს ბოროტი არსებებისგან და მათ შორის ისეთისგან როგორიცაა ყინულის ალქაჯი, მაგრამ სინამდვილეში ამ ტომის სათავეში სწორედაც რომ ლისანდრა დგას და ისინი ელოდებიან გაყინული ანგელოზების დაბრუნებას. 

ლისანდრას სჯერა რომ, ერთ დღესაც მთელი სამყარო მარცხს განიცდის და მსოფლიოს ყინული მოიცავს.

წყარო:Lissandra Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Lissandra Lore.

ლეონა.



                                                                      ლეონა.


ტარგონის მთის ფერდობებზე ცხოვრობენ რაკორის მეომრები, მათი ცხოვრების აზრი მხოლოდ ომია და ისინი ამით საზრდოობენ. თუმცაღა ტარგონზე არის ასევე სპეციალური მეომრების რაზმი, რომლებიც სხვა მიზნისთვის ცხოვრობენ. მათ არმიას ეძახიან სოლარის და მხოლოდ მათ აბჯარზე თვალის შევლებაც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდეთ რომ ეს ჯარი მზეს ეთაყვანება. ლეგენდების თანახმად სოლარის რაზმი ჩამოაყალიბა ერთ-ერთმა მეომარმა რომელსაც შეეძლო ბრძოლის ველზე მზის ძალის გამოყენება. მან მიიჩნია, რომ ტარგონის მთა ყველაზე ახლოს იყო ვალორანზი მზესთან და ტარგონის მეომრებს თხოვა უფლება მიეცა მისი მიმდევრებისთვის ამ მთაზე დასახლებულიყვნენ რათა შეძლებოდათ თაყვანი ეცათ მზისთვის, რა ტრადიციასაც დღემდე აგრძელებენ ამჟამინდელი სოლარის წევრები.

ლეონას ორივე მშობელი რაკორის წევრი იყო და ისინიც ყოველთვის ომში პოულობნენ სიამეს. ლეონა პრობლემური ბავშვი იყო. იგი ისევე ძლიერად იბრძოდა როგორც მისი ბავშვობის მეგობარი პანთეონი, მაგრამ იგი არასოდეს არ იყო შეპყრობილი მკვლელობის სურვილით. ლეონას მიაჩნდა, რომ მეომრის ნამდვილი მოვალეობა საბშობლოს ერთგულება და დაცვა იყო. როდესაც ლეონა დუელზე გამოიძახეს სადაც ორი ახალგაზრდა რაკონელი ერთმანეთს სასიკვდილო ბრძოლაში იწვევდა რელიკვიური იარაღის მისაღებად, ლეონამ უარი განაცხადა ბრძოლაზე. ამ ქცევის გამო, რაკორის მეთაურებმა მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტეს, მაგრამ ცერემონიის დროს უეცრად ლეონას ჯალათებს მზის სხივი დაეცათ და მთელი ტარგონის მთა ნათელმა მოიცვა. ნათელის გაფანტვის შემდეგ ხალხმა დაინახა რომ ლეონა უვნებელი გადარჩენილიყო, ხოლო მისი ჯალათები მიზაწე მკვდრები ეყარნენ. სოლარის კლანმა მყისვე მიიღო ლეონა თავიანთ რიგებში. სოლარიში ლეონას მზის მცველის აბჯარი და ფარ-ხმალი უბოძეს რომელიც ერთ-ერთ უძველესი პატივსაცემი მეომრის იყო. ლეონას სოლარის კლანმა კარგად ასწავლა თავისი ძალის გამოყენება და საბოლოოდ როდესაც ლეონა უკვე სრულყოფილად დაეუფლა მზის ძალის გამოყენებას იგი ლეგენდების ლიგაში გაეშურა სოლარის სახელის წარმოსაჩენად. 

წყარო: Leona Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Leona Lore.

Monday, May 19, 2014

ლისინი.



                                                                        ლისინი.

ახალგაზრდობის დროს, ლისინი ყოველთვის შეპყრობილი იყო სურვილით გამხდარიყო გამომძახებელი. ლეგენდების ლიგის, უმაღლესი კონსული რეჯინალდ აშრამი დაინტერესებული იყო მისი შესაძლებლობლებით და ყოველთვის თვალყურს ადევნებდა მას. არკანუმ მაჯორისში სწავლების დროს, ლისინი თავისუფალ დროს გამომძახებლობის ნიუანსების შესწავლას უთმობდა. მას იმედი ჰქონდა რომ, სხვებზე ადრე დაასრულებდა სწავლას. მისი შრომა ფუჭი არ იყო და იგი ნამდვილად ჯობდა ყველა სხვა მოსწავლეს. მისი გამომძახებლობის უნარი და შესაძლებლობები უნაკლო იქნებოდა რომ არა მისი მთავარი უარყოფით მხარე: მას არ ჰქონდა მოთმინების უნარი.  სწორედ არ მოუთენლობის გამო, ლისინმა ერთხელაც მისი ძალები მოსასინჯად დაწყევლილი ტყიდან ცხოველის გამოძახება მოინდომა. თუმცაღა ის რაც მან გამოიძახა იყო პატარა ბავშვი, რომელსაც ადამიანის ფორმა დაკარგვოდა და ნაწილებად იშლებოდა. ლისინმა მხოლოდ თვალის შევლება მოასწრო მისთვის მანამ სანამ ბავშვის უსულო სხეული მიწაზე დავარდა. ლიგის გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა რომ სოფელი საიდანაც ლისინმა ეს ბავშვი გამოიძახა რიტუალის შედეგად განადგურდა. 

ლისინი იმდენად ძლიერი იყო, რომ ლიგამ აპატია მას ეს ინციდენტი, თუმცაღა თავად ლისინი ვერ პატიობდა საკუთარ თავს და ამიტომ მან დატოვა ლეგენდების ლიგა. იგი გაემართა შოჯინის მონასტერში და თავის თავს დაუთქვა რომ აღარასოდეს შეისწავლიდა და გამოიყენებდა მაგიას. ლისინს სურდა როგორმე გამოესყიდა თავისი დანაშაული და ამიტომ მან თავის თავს ცეცხლი წაუკიდა და ამით გამოხატავდა პროტესტს ნოქსიის შემოტევებისადმი იონაში. ამ ყოფაში გადარჩენილი ლისინი სახალხო გმირად აღიარეს, თუმცაღა რათქმაუნდა ამ გამოცდამ მას დაღი დაასვა. ლისინს თვალები დამწვარი ჰქონდა. გადარჩენილი და ვალმოხდილი ლისინი ლეგენდების ლიგას დაუბრუნდა და მისი დანაშაულის გამოსწორება აქ გააგრძელა სისხლის და ოფლის ხარჯზე, სწორედ ისე როგორც ნამდვილ ბერს შეეფერება. 

წყარო: Lee Sin Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Lee Sin Lore.


ლებლანკი.


                                                                          ლებლანკი.

ყველა ქალაქს აქვს თავისი ბნელი მხარე. იმ ქალაქებსაც კი რომელთა რეპუტაცია ისედაც საეჭვოა. ნოქსუსი, ქალაქი რომელსაც ყველა პატივს სცემს და პატივისტემითაა განწყობილი მისდამი ამ მარტივ სიმართლეს იგიც ინარჩუნებს. ამ ქალაქშიც არის ბნელი ქუჩები და მიტოვებული ციხესიმაგრეები, სადაც  ყველასთვის უცხო და  იდუმალებით მოცული სხვადასხვა მიმდევრობის კულტები არის, რომლებიც ამ ლაბირინთებს თავიანთს სახლს უწოდებენ. ლებლანკი მოტყუების ოსტატი, დიდი ხნის განმავლობაში იცავდა თავისი შავი ვარდის ტიტულს. ლებლანკი ნოქსიის მთავრობაში დიდ პოზიციაზე იყო მანამ სანამ, ნოქსიის სათავაში მათი ჯარი არ მოვიდა. ამის შემდგომ ყველა ძლიერი მაგიკოსი საიდუმლო შეხვედრის დროს შეთანხმდა, რომ ისინი კვლავ გააგრძელებდნენ ერთად მუშაობას მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ხელისუფალს არ მოსწონდა მათი გეგმები. 

მართალია მათი მიზნები ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული, მაგარმ ყველას ჯეროდა რომ შავი ვარდი ნოქსიის არისტოკრატიის მმართველ ძალად რჩებოდა. იმ დროს როდესაც ხალხს უნდა აერჩია თუ ვისი იქნებოდა მმართველი ძალა ქვეყანაში, შავი ვარდი გაუჩინარდა. ბევრს ეგონა რომ, მათ დრო უბრალოდ გავიდა და მათი წევრები დაიშალნენ რათა ვერ თანხმდებოდნენ პოზიციებზე და საბოლოოდ ყველაფერი დავით სრულდებოდა. თუმცაღა ბოლოს როდესაც ლებლანკი ლეგენდების ლიგაში გამოჩნდა. ხალხმა იფიქრა რომ შავი ვარდის წევრებს ახალი მიზანი ჰქონდათ, დაეკმვიდრებინათ სახელი ბრძოლის ველზე ლიგის წყალობით.

წყარო: LeBlanc Lore.
This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: LeBlanc Lore.

კოგმაუ.



                                                                         კოგმაუ.

როდესაც წინაწარმეტყველი მალჰაზარი თავიდან დაიბადა იკაფიაში, იგი აქ მიიყვანა შემზარავმა ხმამ რომელიც შიგადაშიგ ჩაესმოდა ხოლმე მას მის სულში. ამ ხმამ მას შემზარავი მისია დააკისრა და მიუხედავად იმისა, რომ მალჰაზარს აღარ ესმოდა ხოლმე ეს ხმა იგი მაინც შეწუხებული იყო ხოლმე მისი აურით. ეს ხმა რუნეტერაში წავიდა სადაც მან იპოვა არსებებ, რომლებიც დაეხეტებოდნენ არსის ძიებაში. ერთ-ერთ მსგავსი არსება იყო კოგმაუ რომელიც ვალორანში იყო მოსული. ხმამ იგი მაჰლაზარამდე მიიყვანა და თან გზად კოგმაუ ეგუებოდა იმას, რომ იგი გზად მხოლოდ განადგურებას ტოვებდა და რომ იგი არ იყო სიკეთის მომტანი. 

კოგმაუსთვის ახალი იყო რუნეტერას სამყარო, იგი ცდილობდა შეესწავლა ყველაფერი რასაც იგი ნახულობდა მისთვის მისაღები ერთადერთი გზით ჭამით. იგი ჭამდა ყველაფერს რაც გზად ხვდებოდა. საბოლოოდ კოგმაუ მივიდა მალჰაზართან, რომელმაც შესთავა მას ლეგენდების ლიგაში მონაწილეობის მიღება. ახალი სამყაროთი დაინტერესებულ კოგმაუს უარი არ უთქვამს და დღეისობით იგი მალჰაზართან ერთად ლეგენდების ლიგაში იბრძვის. 

წყარო: Kog'Maw Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Kog'Maw Lore.

კჰაზიკი.



                                                                      კჰაზიკი.

ცბიერი სიცარიელის შვილი, მტაცებელი კჰაზიკი ვალორანის მიწებზე ყველაზე ძლიერი არსებების საძებნელად ჩამოვიდა. ყოველი მკვლელობის შემდგომ კჰაზიკი ითვისებს მოწინააღმდეგის ძალას და თავადაც უფრო ძლიერი ხდება. მისი მთავარი მიზანი რენგარის მოკვლა და მისი ძალის ათვისებაა რადგანაც ფიქრობს, რომ რეგნარი ისეთივე ძლიერია როგორიც იგი. 

ამ სამყაროში ჩამოსვლის დროს, კჰაზიკი იმედგაცრუებული იყო, რადგანაც არსებები რომლების მას თავიდან შეხვდნენ, ძალიან სუსტები იყვნენ მისთვის. კჰაზიკი საკუთარ სიცოცხლეს რისკავდა რათა ყველაზე ძლიერ არსებებს შებრძოლებოდა და მათი დამარცხების შემდგომ იგი უფრო ძლიერი და სწრაფი მტაცებელი ხდებოდა. იგი სულ უფრო დარწმუნებული ხდებოდა საკუთარ ძალებში და ეგონა, რომ მის შეჩერებას ვერავინ შეძლება. ერთ დღესაც კჰაზიკი უდარდელად იწვა მიწაზე და ისვენებდა. მოულოდნელად ბუჩქიდან მას თავს დაესკა არსება და კჰაზიკი გაკაწრა, კჰაზიკმა პირველად იგრძნო მის ტანზე საკუთარი სისხლი. კჰაზიკი სასიკვდილო ორთაბრძოლაში ჩაერთო მოწინააღმდეგესთან. მათ დაღამებიდან გათენებამდე იბრძოლეს, საბოლოოდ ორივე სიკვდილის პირას იყვნენ და ერთ-ერთი მათგანი ამ დროს გაუჩინარდა. კჰაზიკი კმაყოფილი იყო იმით, რომ მას ტოლი იპოვა ვალორანის მიწებზე და მიზნად დაისახა, რომ ერთ დღეს იგი მოკლავდა რენგარს და მის ძალას აითვისებდა.

წყარო: Kha'Zix Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Kha'Zix Lore.

კენენი.


                                                                         კენენი.

იონიის კუნძულებზე არსებობს უძველესი ორდენი რომელიც ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს. მმართველობა, ქაოსი, სინათლე, სიბნელე - ეს ყველაფერი იდეალურ ჰარმონიაში უნდა არსებობდეს რადგანაც ესეთია სამყარო. ეს ორდენი კინკუს სახელით არის ცნობილი და იგი საუკეთესო ჩუმი მეომრებისგან შედგება. კენენი ერთ-ერთია ამ მეომრებიდან და იგი პირნათლად ასრულებს მის დავალებას და იცავს ბალანსს. 

კენენი ბანლის ქალაქში დაიბადა. მშობიარობის დროს კენენის სხეულმა საშვილოსნოში და გარეთ გამოსვლის დროს დენის ენერგია წარმოქმნა. მისი მშობლები ფიქრობდნენ, რომ დროთა განმავლობაში იგი შეძლებდა ენერგიის მობილიზებას და კონტროლს, მაგრამ პირიქით, კენენმა არ იცოდა სად წაეღო ის უსასრულო ენერგია რითიც იგი იყო დაჯილდოვებული. ერთ გამოსავლად მან სისწრაფე იპოვა და მისი ენერგიის შერევით იგი სინათლის სისწრაფის დარბოდა. ამ უნარით დაჯილდოებული, იგი ყოველთვის უჩინარი იყო, მანამ სანამ ერთხელაც იგი პლაციდიუმის კედელზე არ გამოჩნდა, სადაც კინკუს ხალხისთვის იგი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მაშინვე მოინდომეს მისი აყვანა. კენენმა იგრძნო, რომ არ ორდენში იგი შეძლებდა თავისი ძალის სრულ რეალიზებას და ამიტომ დიდი ფიქრის გარეშე დათანახმდა შემოთავაზებას. დღეისობით იგი თავის მეგობრებთან აკალისთან და შენთან ერთად იცავს ბალანსს. ამ მოგზაურობებმა იგი ლეგენდების ლიგამდე მოიყვანა.

წყარო: Kennen Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Kennen Lore.

კეილი.



                                                                        კეილი.

ჯერ კიდევ უხსოვარი ომების დროს კეილი ყოველთვის სიკეთის სადარაჯოზე იდგა. უკვდავი რასის წარმომადგენელი იგი ყოველთვის ადვილად უმკლავდებოდა ყველა ბოროტ ძალას, რომელიც გამებადავდა დაპირისპირებას. ათი ათასი წლის განმავლობაში კეილი იცავდა თავის ხალხს, იგი იყო შეიარაღებული ცეცხლოვანი ხმლით რომელიც თვით დროებაზე ადრე იყო შექმნილი, ხოლო მისი აბჯარი რომელიც ნამდვილ შედევრად ითვლებოდა და მისი ხალხის საუკეთესო მჭედლების მიერ იყო დამზადებული, მალავდა მის ნაზ ნაკვთებს. მომხიბვლელი არსება დღემდე მალავს საკუთარს სახეს. კეილი ყოველთვის ამხნევებდა და იმედს უნერგავდა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უკვე სიბოროტის მოსპობის აღარ სჯეროდათ, მაგრამ თავად კეილიც უკვე იღლებოდა ამ დაუსრულებელი ბრძოლით და მისთვის სამართლიანობა უკვე უგვანობა ხდებოდა. 

ათი წლის წინ კეილმა თითქმის მოიგო ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ, მაგრამ სწორედ ამ დროს მას დაუპირისპირდა მისი და, მორგანა. მორგანამ იპოვა მომხრეები ჰიჰერტოს მაგიკოსები რომლებიც რუნეტერას უცხო მიწებზე ბინადრობნენ. მორგანამ გარკვეული პირობების სანაცვლოდ ლეგენდების ლიგისგან მიიღო ძალა, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაშიც იგი შეძლებდა კეილის და მისი ხალხის შეშინებას და დამორჩილებას. მისი ხალხის გადარჩენისთვის კეილიც მივიდა  ლიგის მმარძთველ, უმაღლეს კონსულთან რეჯინალდ აშრამთან. მან ლიგაში მსახურობის სანაცვლოდ სთხოვდა რეჯინალდს მისი ხალხის ხელშეუხებლობის გარანტია. ლიგის მმართველმა მას პირობა დაუდო და მისი მმართველობის პერიოდში ასრულებდა კიდეც. ხუთი წლის შემდგომ რეჯინალდის გაუჩინარებამ, კეილს ახალი გეგმები გაუჩინა. ახლა იგი ცდილბოს გაიგოს თუ რა ან ვიყო იყო აშრამის გაუჩინარების მიზეზი, დაამარცხოდ მისი და მორგანა ბრძოლის ველზე და თავისი სამართლიანობა დაამყაროს ლეგენდების ლიგაში.

წყარო: Kayle Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Kayle Lore.

კატარინა.



                                                                         კატარინა.

მკვლელის ინსტიქტებით დაბადებული კატარინა, ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა ნოქსიის არმიას და მისი ჩადენილი ქმედებებით სახელს უხვეჭდა მის ოჯახს. 

ბავშობიდან მოყოლებული კატარინას ყოველთვის ჰქონდა ბრძოლის ნიჭი. მამამისი ნოქსიის გენერალი იყო და ამიტომ მას ბევრი არჩევანი ჰქონდა, მაგრამ კატარინამ სწორედ მკვლელის გზა ამჯობინა. მას ბავშვობინავე წრთვიდნენ ნოქსიის საუკეთესო მკვლელები, რომელთა შორისაც იყო მამამისი. წვრთნების შემდგომ კატარინას აღარ სურდა ლოდინი და მალევე მოითხოვა მისი პირველი დავალება. დავალება რაც მას მისცეს იყო ძალიან მარტივი, მას უნდა მოეკლა დემასიის დაბალი წოდები მქონე ოფიცერი. დავალების შესრულების დროს, კატარინა დემასიის კარავთან ელოდებოდა ოფიცრის მოსვლას, მაგრამ მას გაუმართლა და ოფიცერთან ერთად დემასიის გენერალიც მოვიდა. კატარინას სურდა ეჩვენებინა მისი შესაძლებლობები და ამიტომ, დემასიის გენერლის მეომრები ჩუმად მოკლდა და საბოლოოდ გენერალსაც გამოჭრა ყელი. ჩადენილი საქმით კმაყოფილი კატარინა იმდღესვე გაუჩინარდა იქიდან. მეორე დღეს დემასიის ოფიცერმა რომელიც კატარინას უნდა მოეკლა, ნოქსიის არმიას შემოუტია. ნოქსიის ჯარი მისი ძალისდა მიუხედავად, მებრძოლთა სიმცირის გამო დამარცდა. დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად კატარინა დემასიის კარვებთან დაბრუნდა. ამჟამად მის მთავარ მიზანს უკვე ძლიერად იცავდნენ და ჩუმი მკვლელობა კატარინას აღარ გამოუვიდოდა. კატარინა არ აპირებდა დანებებას, მან იშიშვლა ხმლები და მცველებთან ბრძოლაში ჩაება, საბოლოო ხმლის სროლამ მისი მიზანი განგმირა და კატარინას დავალება შესრულებული იყო. იგი ძლივს დაუძვრა დემასიის ჯარებს და საბოლოოდ ნოქსიაში შეცვლილი დაბრუნდა. იარა რომელიც მას დავალების შემდგომ დარჩა ყოველთვის ახსენებს, რომ სიამაყე და საქმე ყოველთვის სხვადასხვა რამეა და არ შეიძლება აურიოს ერთმანეთში. 

წყარო:Katarina Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot:  Katarina Lore.

კასადინი.



                                                                             კასადინი.

არსებობს ადგილი სამყაროებს და გალაქტიკებს შორის. ზოგისთვის ის გარესამყაროს სახელითაა ცნობილი, ზოგისთვის იგი უცნობია, მაგრამ უმეტესობა ამ ადგილს სიცარიელეს ეძახის. სახელისდა მიუხედავად ამ ადგილზე სხვადასხვა სახის და ფორმის საზარელი არსებები ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ხალხმა იცოდა ამ არსებების შესახებ, დროთა განმავლობაში მათი არსებობა დაივიწყეს. თუმცაღა დღესაც არის ხალხი ვინც ნახა ეს საშინელი არსებები და ამის გამო უარის თქმა მათი არსებობის შესახებ ვერ შეძლეს. კასადინი სწორედ ესეთი ქმნილებაა. იგი ერთ დროს ჩვეულებრივი ადამიანი იყო რომელმაც დაინახა სიცარიელის ქმნილებები და სწორედ ამან შეცვალა იგი. კასადინი იყო ერთადერთი ვინც ამ არსებების ხილვის შემდგომ ცოცხალი გადარჩა. იგი გაემართა იკაფიას მივიწყებულ მიწებზე და იქაურ მაცხოვრებლებს მოუყვა მისი ამბავი, რაც ხალხმა დაიჯერა რადგანაც ყველაფერი რასაც იგი ყვებოდა ძველ ნაწერებში იყო ნახსენები. 

ციკლოპების ქალაქის აღმოჩენის შემდეგ კასადინს კოშმარები და ჰალუცინაციები აწუხებდა. იგი შიშობდა, რომ ერთ დღესაც ეს ქმნილებები კვლავ დაბრუნდებოდნენ და ამიტომ გადაწყვიტა, რომ თავადაც მიეღო სიცარიელე. მისდა გასაკვირად სიცარიელესთან ერთად მოსული უცხო არსებები საკმაოდ სუსტები აღმოჩნდნენ და მან მოახერხა მათი დამარცხება, თუმცაღა თავადაც აღარ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. იგი მიხვდა , რომ სიცარიელემ შეცვალა იგი და მათ მსგავს არსებად გადააქცია. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს კასადინი როგორც ადამიანი გარდაიცვალა, იგი კვლავ აკონტროლებდა თავს და იცავდა ვალორანს სიცარიელიდან მოსული არსებებისაგან. მან იცოდა, რომ ახლოვდებოდა რაღაც რაც დიდ საფრთხეს მოუტანდა ვალორანის მიწებს, რაღაც რაც ჩოგატის სახელით იყო ცნობილი. სწორედ ამიტომ კასადინი ყოველთვის დგას სიცარიელის კარების სადარაჯოზე. 

წყარო: Kassadin Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Kassadin Lore.

კარტუსი.



                                                                         კარტუსი.

კარტუსი საზარელი ქმნილებაა, რომელიც ერთ დროს ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი იყო. იგი იმდენად იყო შეპყრობილი სიკვდილის სურვილით რომ, დიდი სიამოვნებით მიიღო მკვდრეთით აღმდგარის ძალა. ახლა კი მისი უსიცოცხლო სხეულის წყალობით, კარტუსი უფრო ახლო არის თავის საყვარელ საფლავთან, ვიდრე იგი ოდესმე წარმოიდგენდა. კარტუსს ჯოჯოხეთური ძალების მართვის მაგიური ძალა აქვს და იგი ამ ძალას სიამოვნებით იყენებს, რათა მოუტანოს განადგურება და სიკვდილი მთელს მსოფლიოს. იგი კმაყოფილებას მხოლოდ ამით ღებულობს.

პატარაობაშიც, კარტუსი ყოველთვის გამოირჩეოდა დანარჩენებისგან. მასში იყო რაღაც ბნელი მხარე რომელსაც ვერავინ უარყოფდა. იგი იპარებოდა უცხო ხალხის დასაფლავებებზე და მათ საფლავების ქვებს ელაპარაკებოდა ხოლმე სასაფლაოზე. იგი აგროვებდა მკვდარი ცხოველების და ფრინველების ძვლებს და მალე მთლიანი კოლექცია ჰქონდა შეგროვილი. მან ასევე სურვილი გამოთქვა მიეხედა მომაკვდავებისთვის, თუმცაღა მისი მიზანი არ იყო მათი დახმარება, მას უბრალოდ აინტერესებდა თუ რას განიცდიდა ხალხი, რომელმაც იცოდა რომ აღარაფერი უშველიდათ. კარტუსს იმდენად იზიდავდა ეს ყველაფერი ,რომ საბოლოოდ მან საკუთარი სიკვდილის ინსცენირებაც კი მოახდინა. როდესაც ხალხმა გაიგო ამის შესახებ, კარტუსი მათთვის მართლაც რომ მკვდარი გახდა და მისი არსებობა უარყვეს. 

მისმა განდევნამ კარტუსს კიდევ უფრო გაუხნსა გზა იმისთვის, რომ თავის ინტერესს მიყოლოდა. მან იცოდა ,რომ ჩრდილის კუნძულებზე არსებობნდენ არსებები რომლებიც, მკვდრეთით იყვნენ აღმდგრები და უსასრულოდ დაეხეტებოდნენ თავიანთ მიწებზე. კარტუსს უნდოდა რომ, თავისი თვალით ენახა ეს არსებები რათა დარმწუნებულიყო ამ ამბების რეალობაში. კუნძულებზე ჩასვლის დროს, კარტუსი ბურუსმა მოიცვა, მას მოეწონა ეს ადგილი და გრძნობა გაუჩნდა თითქოს საბოლოოდ ის ნამდვილ სახლში დაბრუნდა. იგი ყოველთვის ოცნებობდა შეეგრძნო ის მომენტი როდესაც სიცოცხლე ტოვებდა სხეულს და ადამიანი კვდებოდა. იგი ფიქრობდა რომ უკვდავი არსებები სწორედ ამას გრძნობდნენ და ამიტომ თავადაც სურდა გამხდარიყო მათნაირი, ამიტომ კარტუსმა გააკეთა ის რაც არასდროს არავის გაუკეთებია ამ მიწებზე, მან მისცა მისი სიცოცხლე უკვდავდ და ბოლოს სულების სამყაროდან დაბრუნების შემდგომ თავაცად უკვდვადი გახდა. ამითი მან საბოლოოდ აისრულა თავისი ოცნება და ახალი ძალებით დაჯილდოვებული სამყაროში სიკვდილს თესავს. 

წყარო: Karthus Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Karthus Lore.

კარმა.



                                                                             კარმა.

კარმა ძლიერი ნებისყოფის და თავისუფალი სულიერი ძალის პატრონია. იგი იონიის სამაგალითო ნიშანია, რომელიც ყოველთვის იცავს თავის მეომრებს ბრძოლის ველზე და დევნის მოწინააღმდეგეებს. კარმა ძლიერი ლიდერია რომელიც ყოველთვის იცავდა ტრადიციებს და ამავე დროს სწორად იგებდა რევოლუციებს. მისი მთავარი მიზანი კი ყოველთვის იყო მხოლოდ ერთი რამ, შეენარჩუნებინა სიმშვიდე იონისს მიწებზე და თუ ამისთვის საჭირო იყო ძალის გამოყენება, იგი ამაზეც თანახმა იყო. 

პატარაობაში კარმა უდარდელად ცხოვრობდა იონიის ერთ-ერთ პატარა სოფელში, სადაც მას ბერები ასწავლიდნენ მაგიის გამოყენებას. ყველამ კარგად იცოდა რომ, კარმას სულების სამყაროსთან ძლიერი კავშირი ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად მას უყვარდა იონიის ხალხი და ყოველთვის ზრუნავდა მათზე. ამის გამო კარმას იონაში სიყვარულით ეპყრობოდნენ.

კარმას სიმშვიდის შენარჩუნების უნარის გამოცდა ჯერ კიდევ წინ ელოდა. ერთ დღესაც ნოქსიას არმია თავს დაესხა იონიის სოფლებს. კარმამ კითხა ბერებს თუ რატო არ სცემდნენ პასუხს ამ ძალადობას, მაგრამ უხუცესებმა მას სთხოვეს რომ ტრადიციებისთვის დაეჯერებინა და ერთგული დარჩენილიყო. უხუცესები წავიდნენ ნოქსიის ჯარის მეთაურთან რათა მოლაპარაკებოდნენ მას და უსისხლოდ ჩაევლო მათ შემოსვლას, მაგრამ ნოქსიის მხედართმთავარმა ეს მოპყრობა შეურაწყობად მიიღო და ბერები ადგილზევე დახოცა. 

იონიის ხალხი შეგუებული იყო იმას, რომ ისინი მოკვდებოდნენ მაგრამ კარმამ მაინც სცადა გაბრძოლება. მან იფიქრა რომ, შესძლებდა გადაერჩინა მრავალი სიცოცხლე მისი სიცოცხლის ფასად და ამიტომ, მოიკრიბა ყველა ძალა და სულიერი ენერგია რაც მას გააჩნდა, რათა შეექმნა ყველაზე ძლიერი მაგიური ძალა რასაც შეძლებდა. საბოლოოდ მან შექმნა ცეცხლოვანი მაგია და მიმართა იგი ნოქსიის ჯარის მეთაურისკენ, ამ მაგიას ტყუპი დრაკონის ფორმა ჰქონდა და მისი ძალის და სილამაზის მქონე ქმნილება აქამდე არც კარმას და არც იონიის ხალხს არ ენახა. ეს იყო პირველი ჯერი, როდესაც კარმამ მისი ძალები ხალხის დაცვის მაგივრად ვიღაცის საზიანოდ გამოიყენა. საბოლოოდ მაგია ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ ნოქსიის მეთაური ძირს დაეცა და მოკვდა, შეშინებული ნოქსიის ჯარი გაიფანტა და იონიის ხალხი საბოლოო ჯამში გამარჯვებული დარჩა. 

ომის პერიოდი კვლავ ახლოვდებოდა და ამიტომ კარმა იონიის ხალხმა ლიდერად აირჩია. იონიაში დაპირისპირება არა მხოლოდ ნოქსიის ჯართან ხდებოდა, არამედ უკვე შიდა დაპირისპირებამაც იჩინა თავი. გამოიყო ორი მხარე, ერთი რომელიც შურისძიებას ითხოვდა და მეორე ბერები რომლებიც ძველი ტრადიციების დაცვას ითხოვდნენ. კარმამ მესამე გზა აირჩია და იონიის ძალა და ტრადიციები გააერთიანა, რადგანაც სჯეროდა რომ ამ გზით შეძლებდა სამშობლოსთვის დაებრუნებინა ის სულიერი სიმშვიდე რაც მათ ჰქონდათ შემოტევებამდე. 

წყარო: Karma Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Karma Lore.

ჯარვან IV



                                                                      ჯარვან IV.

დემასიას სამეფო ოჯახის, სინათლის ფარის წევრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ დემასიას ნებისმიერი საფრთხისაგან. ნათქვამია რომ, ამ ოჯახის ყველა წევრი იბადებოდა ნოქსიისადმი მტრული განწყობით და ეს მათ სისხლში ჰქონდათ გამჯდარი. ჯარვან IV არ იყო გამონაკლისი. იგი იყო პირველი მეთაური რომელიც დაიბადა ლეგენდების ლიგის დროს, თუმცაღა მისი წინაპრების მსგავსად იგი ყოველთვის უშინრად უძღვებოდა წინ ჯარს, მის ღირსებას არ ლახავდა ის ფაქტორი რომ იგი თავადაც იჭრებოდა ხოლმე ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის მიერ. პირიქით ჯარვანი ყოველთვის მხარში ედგა თავის მებრძოლებს. ჯარვან IV ისთვის ერთი ბრძოლა მაინც ყველაზე სამარცხვინო იყო, იგი ჯერიკო სვეინის მიერ იქნა შეპყრობილი და თითქმის სიცოცხლესაც გამოესალმა ურგოტის ხელით, მაგრამ საბოლოოდ იგი თავისი ბავშვობის მეგობარმა გარენმა გადაარჩინა, რომელიც დემასიის ყველაზე ძლიერ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. 

ისინი ვინც კარგად იცნობდნენ ჯარვანს, ამბობდნენ რომ ტყვედ ჩავარდნამ შეცვალა იგი. ხინ ზაო ამბობდა რომ, იგი აღარ უყურებდა მას თვალებში, რადგანაც დამნაშავედ გრძნბოდა თავს. ერთ დღესაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჯარვან IV - მა შეკრა რაზმი დემასიის ჯარისკაცებიდან და დატოვა დემასიის მიწები. მას სურდა მოენანია თავისი საქციელი და ამისთვის იგი დასდევდა ჩრდილოეთ ვალორანის ყველაზე ძლიერ ცხოველებს და ბანდიტებს. საბოლოოდ იგი ამითაც დაიღალა, რადგანაც მიაჩნდა რომ ამითი იგი ვერ იპოვიდა შვებას და ამიტომ სამხრეთ ბარიერისკენ გაემართა. ორი წელი ჯარვანის შესახებ არაფერი ისმოდა და ყველას უკვე დაკარგული ან მკვდარი ეგონა იგი, თუმცაღა გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯარვანი დემასიაში დაბრუნდა. მას სახეზე ეტყობოდა რომ მან იპოვა შვება, მისი აბჯარი უცხო ცხოველის ძვლებით და თავის ქალით იყო მორთული, მისი მზერა კი მტკიცე და უდრეკი გამხდარიყო. საბოლოოდ ჯარვანს დაუბრუნდა თავისი თავის რწმენა და იგი კვლავ დაბრუნდა ბრძოლის ველზე დემასიის დასაცავად.

წყარო: Jarvan IV

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Jarvan IV.

Saturday, May 17, 2014

ჯინქსი.







                                                                               ჯინქსი.

ჯინქსის ცხოვრების მიზანი განადგურების და ქაოსის მოტანაა. იგი ყოველთვის ტოვებს გვამების გროვას და არეულობას იქ სადაც იგი იმყოფება. მანიაკი და იმპულსური დამნაშავე, ყოველთვის პოულობს სიამოვნებას ისეთი ადგილების განადგურებაში, როგორიც არი პილტოვერი, რომელის მისთვის ყველაზე სულელური ადგილია. მის ინტერესს ამ ქალაქში მყოფი იარაღები წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის აქვს სურვილი ეთამაშოს პილტორივერის საუკეთეთო მებრძოლებს, განსაკუთრებით კი მისს ინტერესს ვი წარმოადგენს. 

პილტოვერის ქალაქი ყოველთვის პროგრესის და სიმშვიდის ქალაქად ითვლებოდა, მაგრამ ახალი კრიმინალების გამოჩენამ, ქალაქში არეულობა გამოიწვია. ჯინქსის მიერ ჩადენილი დანაშაულებები და მკვლელობები არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა. თვითმხილველები ამბობნენ რომ იგი პილტოვერის იარაღით იყო შეიარაღებული, მაგრამ მისი ტანსაცმელი უფრო ზაუნის სტილს წააგავდა. ერთი რამ იყო ყველასთვის ცნობილი იგი არავის ტოვებდა ცოცხალს ვინც მას წინ გადაუდგებოდა. 

ჯინქსის ქმედებები უკვე კონტროლის ზღვარს სცდებოდა, ამიტომ პილტოვერის შერიფმა კეიტლინმა მასზე ძებნა გამოაცხადა და დააწესა პრიზი მის თავზე. ჯინქსმა გაიგო ეს ამბავი და მივიდა იმ ადგილზე საიდანაც პრიზი უნდა გაცემულიყო მისი პოვნის შემთხვევაში. მან იცოდა რომ, ადრე თუ გვიან შერიფი იპოვიდა მას და იმისთვის, რომ მინიშნება მიეცა მან მთელი ქალაქი ვის კარიკატურებით გაავსო. 

ვი მიხვდა რომ, ჯინქსი კვლავ დაბრუნდებოდა ამ ადგილზე და ამიტომ იგი მას ამ ადგილზე ელოდებოდა. მისი ლოდინი ფუჭი არ გამოდგა, და მომღიმარე ჯინქსი მალევე გამოჩნდა საგანძურის შენობასთან. ვი ხვდებოდა რომ, ეს მისთვის შეიძლება ერთადერთი შანსი ყოფილიყო ჯინქსის დაჭერისთვის და ამიტომ, ჯინქსის შენობაში ჩაკეტვა და შინგით შეპყრობა გადაწყვიტა. იგი დაელოდა ჯინქსს და შესვლისთანავე გაეკიდა მას. დევნის შემდეგ მან შეიპყრო იგი, თუმცაღა ჯინქსი ადვილად არ ნებდებოდა. მან რაკეტები გაუშვა შენობის ჭერისკენ და ამით ორივე ნანგრევებში მოაყოლა.

ნანგრევებიდან გამოსულმა ვიმ, ჯინქსის პოვნა ვერ მოახერხა. როგორც შემდგომ დადგინდა საცავიდან ოქრო არ იყო გატანილი, მაგრამ მან იპოვა წერილი რომელმაც ჯინქსმა დაუტოვა მას, წერილზე ეწერა რომ იგი ვერასდროს დაიჭერდა მას. ვი მიხვდა რომ, დიდი ხნის სიმშვიდის შემდეგ ქალაქი ნელ-ნელა იძირებოდა სიბნელეში და კრიმინალებთან ნამდვილი ომი მხოლოდ ახლა იწყებოდა. 

წყარო: Jinx Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Jinx Lore.

ჯეისი.


                                                                                ჯეისი.


შარმით და ტრანსფორმირებადი ჩაქუჩით შეიარაღებული ჯეისი, ცხოვრობ რათა დაიცვას მისი სამშობლო პილტოვერი. მანამ სანამ მას პილტოვერში გმირად აღიარებდნენ, იგი ახალგაზრდა იმედისმომცემი გამომგონებელი იყო. პილტოვერმა ჯეისს გაურკვეველი წარმომავლობის კრისტალის შესწავლა დაავალა. გარკვეული ექსპერიმენტების შემდეგ ჯეისი მიხვდა რომ, კრისტალის მეშვეობით არნახული ძალის იარაღის შექმნა შეიძლებოდა. ხმები ამ კრიტსალზე მალე გავრცელდა და საბოლოოდ ჯეისთან მივიდა ზაუნის მეცნიერი ვიქტორი, რომელმაც შესთავაზა მას ერთობლივი მუშაობა კრისტალზე, რათა მიეღოთ ყველაზე დახვეწილი და არნახული ძალის მქონე იარაღი. ჯეისმა იცოდა, რომ ზაუნი არ იყო ნორმალური ქალაქი და ეს ძალა შეიძლება ბოროტი მიზნებისთვის გამოეყენებინათ, ამიტომ უარით გაისტუმრა ვიქტორი. ზაუნის მეცნიერი არ აპირებდა უკან ხელცარიელი დაბრუნებულიყო, მან ჯეისი თავისი მექანიზმით დროებით დააბრმავა და კრისტალი ზაუნში წაიყო. გონზე მოსულმა ჯეისმა პილტოვერის მთავრობას პასუხის გაცემა მოსთხოვა ზაუნისთვის, მაგრამ იგი უარით გაისტუმრეს, რადგანაც მსგავსი ქმედება მათ აგრესიად ჩაეთვლებოდათ.ჯეისი მიხვდა რომ, მას მარტოს მოუწევდა ქმედება, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში პილტოვერი არასდროს იქნებოდა დაცული.

ჯეისი დაბრუნდა თავის ლაბორატორიაში და ხანგრძლივი და დამღლელი გამოკვლევების შემდეგ მან მიიღო მისი გენიალური ქმნილება, მერკურის ჩაქუჩი. ახალი იარაღით შეიარაღებული ჯეისი, ზაუნის ქალაქში წავიდა კრისტალის დასაბრუნებლად. ვიქტორის ქვეშევრდომებმა მისი შეჩერება სცადეს, მაგრამ მან ისინი თავისი ჩაქუჩით განგმირა. ლაბორატორიის შინგით ჯეისმა ნახა რომ, ვიქტორს კრისტალის ენერგიის წყალობით ძლიერი მექანიზმები ჰქონდა უკვე შექმნილი. იგი მიხვდა რომ, ერთადერთი გამოსავალი კრისტალის განადგურება იყო, მაგრამ მის გზაზე იდგა ვიქტორი. სასიკვდილო ორთაბრძოლაში ჩართული მეცნიერებიდან ორივე დაჭრილი იყო, ჯეისმა საბოლოო ძალები მოიკრიბა და მოახერხა კრისტალის განადგურება. მანამ სანამ ვიქტორის ლაბორატორია ცეცხლში იწვოდა და ზაუნელი მეცნიერი მისი ქმნილებების გადარჩენას ცდილობდა, ჯეისმა გამოქცევა მოახერხა. შინ გამარჯვებით დაბრუნებულ ჯეისს პილტოვერის ხალხი დახვდა და მათ იგი გმირად აღიარეს. ჯეისი გახარებული იყო მისი გამარჯვებით, მაგრამ ამავდროულად ხვდებოდა რამ ამ გამარჯვებამ მის ხალხს მტრები შესძინა. დღესდღეობით ჯეისი პილტოვერის სახელით ლეგენდების ლიგაზე იბრძვის თავისი ხალხის სახელის დასაცავად.

წყარო:Jayce Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Jayce Lore.


ჯაქსი.







                                                                     ჯაქსი.

იშვიათ შემთხვევებში მეომარი ფასდება მისი ქმედებებით, რომელსაც იგი ლეგენდების ლიგაზე აჩენს. სწორედ ესეთი შემთხვევა არის ჯაქსი. ამჟამად იგი ყველაზე გამორჩეული მეომარია მთელს ბრძოლის აკადემიაში, მაგრამ მანამ სანამ იგი ლიგაში მოვიდოდა ჯაქსი არაფრით გამოირჩეოდა. იგი იყო ჩვეულებრივი დაქირავებული მეომარი. გარკვეული მიზეზების გამო რომელიც მხოლოდ ლეგენდების ლიგის ჩამომყალიბებელის უმაღლესი კონსულის რეჯინალდ აშრამისთვის არის ცნობილი, ჯაქსის ლიგი სასამართლო სადაც მეომრებს ან იღენებენ ლეგენდების ლიგაში ან სამუდამოდ დევნიან, ჯაქსის შესახებ გადაწყვეტილება ყველაზე მალე მიიღეს, მანამ სანამ მისი სასამართლო მიმდინარეობდა კარები რომელიც მეომრის მიღებას ნიშნავდა უკვე იღებოდა. მას არაფერი არ ჰქონდა ჩადენილი ისეთი რაც მას განდევნიდა ლეგენდების ლიგიდან. 

ჯაქსი ბრძოლის ველზე გამოჩენის შემდგომ შიშის ზარს სცემდა იქაურობას. მან სახელი მალე გაითქვა როგორც ლეგენდების ყველაზე ძლიერმა მეომარმა. იგი მართლაც დაუმარცხებელი ხდებოდა და ყოველდღე უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს ამარცხებდა. იგი რათქმაუნდა გამომძახებლების ინტერესის ქვეშ მოექცა, მათ აინტერესებდათ თუ ვინ იყო ესეთი ძლიერი გმირი, რომელიც ლეგენდების ლიგაში მოსვლის შემდგომ ერთხელაც კი არ დამარცხა. საბოლოოდ ლეგენდების ლიგის ახალმა მმართველმა უმაღლესმა კონსულმა ჰეივარდ რელივაშმა, სპეციალური პირობა წაუყენა ჯაქსს, მსგავსი პირობა არც მანამდე და არც დღეს არცერთი ჩემპიონისთვის არ წაუყენებიან ლეგენდების ლიგაში. ჯაქსს არ ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ნამდვილი იარაღი. პროტესტის ნიშნად, ჯაქსი ბრძოლის ველზე ლამპიონით გამოვიდა. ამ კანონის გასვლის შემდგომაც კი როცა მას შეეძლო იარაღით ბრძოლა, იგი კვლავ ლამპიონით გამოდიოდა ბრძოლის ველზე. ლიგის კრება ვერ უშლიდა მას ამ ბრძოლის სტილს, თავად კი ძველი წესის პროტესტის ნიშნად აგრძელებდა თავისი იარაღის დახმარებით ახალ-ახალი გამარჯვებების მოპოვებას ლეგენდების ლიგაში.

წყარო:Jax Lore.


This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Jax Lore.

ჟანა.


                                                                          ჟანა.


არსებობენ მაგიკოსები, რომლებმაც შეძლეს ბუნების ელემენტების შესწავლა და შემდგომ მათი მაგიაში გამოყენება. მსგავსი მაგიკოსი არის ჟანა. იგი მაგიას პირველად ქალაქ ზაუნში დაეუფლა სადაც ჟანა ობლად დარჩენილი იზრდებოდა. იგი ხვდებოდა რომ, ზაუნი არ იყო ქალაქი სადაც მარტო დარჩენილს ადვილი ცხოვრება ელოდა, ამიტომ თავს თავისი მოხერხებულობით ირჩენდა და ხანდახან იპარავდა კიდეც როდესაც მოხერხებულობა საკმარისი არ იყო. ზაუნი ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული მაგიური წყაროებით, რომელიც ჟანას აზრით დაიფარავდა მას, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გარკვეული საფრთხეც შეექმნა მისთვის. ჟანა გრძნობდა რომ მას ბუნებრივი ნიჭი ჰქონდა ჰაერის მაგიის და და რამოდენიმე თვეში იმდენად სრულყოფილად შეისწავლა ეს მაგიის ხელოვნება, რომ ადამიანს ეგონებოდა იგი დაბადებული იყო ამ ცოდნით. ჟანა ვარგანტის ქუჩიდან ჰაერის მაგიკოსების სკოლაში მივიდა და ანახა მასწავლებლებს თავისი შესაძლებლობები. სწრაფი ზრდა ასევე მის სხეულსაც დაეტყო, ჟანა ნამდვილი ლამაზმანი გამხდარიყო ამ პერიოდში.

სამართლიანობის ძებნაში, ჯანა ლეგენდების ლიგას შეუერთდა სადაც მას მაგიური ექსპერიმენტების და ტექნოლოგიური გამოგონებების კონტროლი დაევალა. ჟანას კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა პილტოვერის ქალაქთან, რადგანაც მეტი წილი გენიალური გამომგონებლებისა სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდნენ. გარდა ამისა ჟანას ბევრი თაყვანისმცემელი გაუჩნდა მისი სილამაზის და ამავრდოულად სიძლიერის გამო, თუმცაღა როგორც ქარი ისე ჟანას ხასიათი საკმაოდ არასტაბილური და მერყევი იყო, ამიტომ მისი გაბრაზება და ცუდ ხასიათზე ყოფნა არავის სურდა და ცდილობდნენ ყოველთვის კარგ ხასიათზე ყოლოდათ იგი. თავად ჟანა კი კმაყოფილი იყო იმით, რომ შეუერთდა ლეგენდების ლიგას, რადგანაც ამითი მან იპოვა სახლი და თავისი ადგილი სამყაროში.

წყარო:Janna Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Janna Lore.

ირელია.



                                                                        ირელია.

იონელების რასა ყოველთვის ყველაზე ძლიერ და გამორჩეულ საბრძოლო ხელოვნებას ქმნიდნენ მთელს რუნეტერაზე. ყველაზე გამორჩეული ხმლის სტილი მათი გამოგონებებიდან იყო უცხოელი გამომგონებლების მიერ შექმნილი პროტოტიპი. მასტერ ლიტო იყო გენიალური ხმლის მცოდნე, მისი სწავლება ყველგან სჭირდებოდად და მას მთელს იონაში სცემდნენ პატივს. დადიოდა ხმები რომ მას ხმლის სუნთქვაც კი ესმოდა. თუმცაღა სამწუხაროდ ლიტო იყო შეპყრობილი სენით, რომელსაც ვერცერთი ექიმი ვერ კურნავდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ დაავადებამ ლიტოს სიკვდილი გამოიწვია. მას დარჩა ორი შვილი ზელოსი და ირელია, რომელთაც დაუტოვა უნიკალური ხმალი. ზელოსი იონიის ჯარს შეუერთდა და ნოქსიის არმიის შემოტევებისგან თავდაცისთვის დემასიის არმიას მიმართა დახმარების თხოვნით. მანამ სანამ ზელოსი წასული იყო იონიიდან, ქალაქს მარტო დარჩენილი ირელია იცავდა.

იონელები ღირსეულად შეხვდნენ მტერს და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს, თუმცაღა საბოლოოდ, ნოქსიის არმიამ მათ რიცხობრივად აჯობა. პლაციდიუმის გალავანთან შეკრებილი იონიის ჯარი უკვე დანებებას აპირებდა, მაგრამ ამ დროს ირელიამ მამამისის მიერ დატოვებული ხმალი აღმართა და მებრძოლებს ომის ველზე წინ გაუძღვა. ამ ქაოსურ ბრძოლაში, ირელია ბნელმა მაგმა დაწყევლა. სორაკამ ვარსკლავის შვილმა ირელიის გამოხსნა სცადა თეთრი მაგიის წყალობით. ირელიას არ სურდა მისი სული ნოქსიის საკუთხრება გამხდარიყო, იგი შეეწინააღმდეგა წყევლას და საბოლოოდ მისი სულის ძახილი მამამისის მიერ დატოვებულმა ხმალმაც გაიგო, რომელიც ჰაერში აიწია ირელიას სხეულთან ერთად და დაყოფილმა ხმალმა ირელიის გარშემო დაიწყო ცეკვა. გონზე მოსვლის შემდეგ ირელია მიხვდა თუ რა ძალა ჰქონდა ამ მაგიურ ხმალს და ნოქსიის არმიის განადგურება დაიწყო. გაკვირვებული და შეშინებული ნოქსიის ჯარს უკანდახევის გარდა სხვა გზა აღარ ჰქონდა. იონელებმა კარგად დაიმახსოვრეს თუ რა მოხდა პლაციდიუმზე და ამის შემდგომ ირელია იონიის მთავარსარდლად დანიშნეს. ამჟამად კი ირელია იონიის სახელს ლეგენდების ლიგაში იცავს.

წყარო: Irelia Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Irelia Lore.

Friday, May 16, 2014

ჰეიმერდინგერი.






          
                                                                      ჰეიმერდინგერი.


ჩანაწერები სესილ ბ ჰეიმერდინგერის დღიურიდან: 

10.14 

09:015

ამჟამინდელი მეტეოროლოგიური პირობები ბენდლის ქალაქში ოპტიმალურია. ატმოსფერული წნევა იდეალურია დღევანდელი ექსპერიმენტისთვის!

ვატარებ ჩემი მოწყობილობის მეხუთე ცდას. ჭირდება გარკვეული განახლებები და უნდა შეიცვალოს ენერგეტიკული გამტარიანობა.

16:00

მოწყობილობა კვლავ ვერ ინარჩუნებს იმ ენერგიას რაც საჭიროა. უნდა შეიქმნას რამოდენიმე განსხვავებული საცდელი მოდელები. ამასობაში სხვა უფრო საინტერესო პროექტებიც აღმოვაჩინე. 

დღევანდელი ექსპერიმენტების შემდგომ, სახლში დაბრუნების დროს ვნახე რომ, რამოდენიმე პატარა ბავშვები ერთმანეთს სფეროს ფორმის ნივთს ესროდნენ. გარენად ყველაფერი ადვილად ჩანდა, უნდა გესროლა ნივთი მეორესთვის, მას დაეჭირა და კვლავ ესროლა, შედგმომ ეს ყველაფერი მეორდებოდა. თუმცაღა მათი სიზუსტე საჭირო დონის არ იყო და არც სისწრაფე ჰქონდათ კარგი. ჩემი გამოთვლებით ბავშვებს რომ ზუსტი სისწრაფით და მიზნით ესროლათ ერთმანეთისთვის ეს ბურთი, ისინი 44.7 პროცენტით მეტ სიამოვნებას მიიღებნენ თამაშიდან. ამ საღამოს მათთვის გამოსავალს მოვძებნი. 

10.15 

05:20

ევრიკა! გამოსავალი ვიპოვე. 

გამოვიგონე ავტომატიზირებული ბურთი სახელად ჰ-28ჯ.  ეს ბურთი ყოველთვის ინარჩუნებს სისწრაფეს და იგი დამზადებულია ისე, რომ ყოველთვის ჰაერში ყოფნის დროს ახლო მყოფ ბავშვთან მივიდეს, ასე რომ ყველა მიიღებს თავის ჯერს და არ მოუწევთ დიდხანს ლოდინი. დღეს ამ ბურთს მათ მივუტან და ვნახავ როგორ მოეწონებათ.

ამ დილით შხამიანი ნივთიერებები ისევ დავისხი ფეხსაცმელზე,  რაც უკვე თავზს მაბეზრებს.

10:30

ჩავატარე ავტომატიზირებული ბურთის ტესტი. სამწუხაროდ ყველაფერი ისე კარგად არ არის როგორც მეგონა იქნებოდა. ბურთი ყველაზე დაბალ ენერგიაზეც კი ძალიან ძლიერია ბავშვებისთვის, იმ დონეზე რომ დაჭერის დროს წააქცია კიდეც ისინი. მომიწევს შევცვალო მისი პარამეტრები. მაგრამ დღეს ჯერ ჩემს მოწყობილობას უნდა მივხედო და ფორმაში მოყვანის შემდეგ კვლავ ჩავატარო ტესტი. თუმცაღა სხვა ქალაქში მომიწევს გასვლა რადგანაც ბანდლ სიტის არ აქვს შესაბამისი პირობები იმისთვის რომ ჩემი ექსპერიმენტი კარგად ჩატარდეს. 

10.16

15:55

დღეს ქალაქში გიგანტია. დიდი ანომალიის გამო შექმნილი ხმაური გამოკვლევებში მიშლის ხელს! თევზების აკვარიუმი უნდა შევამოწმო, დღეს საეჭვოდ ჩუმად არიან. 

10.17 

10:40

გამიგია რომ, ბევრი გამომგონებელი ზიანდებოდა გიგანტის გამო გამოწვეული შეწუხების გამო. იმედი მაქვს ჰ-28ჯ, მუშა მდგომარეობაშია და მისი თავიდან აწყობა არ მომიწევს.

16:30

როგორც იქნა ყველაფერი ჩაწყნარდა, ეტყობა გიგანტი წავიდა. ჰ-28ჯ ხვალისთვის მზად უნდა მქონდეს, ჩემი მოწყობილობაც უკვე დასრულებულ ეტაპზეა.

10.18

08:30

დღეს განსხვავებული დღეა. დილით ჩემი სახლის კარებთან თითქმის მთელი ქალაქი იყო მოსული. ზოგადად მსგავს ხალხმრავლობას ჩემი გამოგონების მიერ გამოწვეული უარყოფითი შეფასება იწვევს, მაგრამ დღეს პირიქით ხალხი კმაყოფილი ჩანდა და აღნიშნავდნენ კიდევაც. 

ჩემი ჰ-28ჯს ერთ-ერთი პროტოტიპისგან, პატარა მეცნიერს გაუკეთებია საბრძოლო დანადგარი რომელიც ისეთი ძალის იყო რომ, გიგანტიც კი შეაშინა. 

დიდი სურვილი მქონდა ეს პატარა გამომგონებელი დამხმარედ ამეყვანა მაგრამ, როგორც გავიგე იგი ბანლის ქალაქიდან წასული იყო.

იმედს ვიტოვებ იგი რუნეტერას ემსახურება და არ გამოიყენებს თავის ცოდას ბოროტი მიზნებისთვის.

წყარო: Heimerdinger Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Heimerdinger Lore.

ჰეკარიმი.



                                                                  ჰეკარიმი.

მისი პირველი ვალორანის ჩრდილოეთ მიწებში გამოჩენის შემდეგ, აბჯარასხმული მოჩვენება ჰეკარიმი ყველასთვის ვინც კი მას თვალი შეავლო მათ გონებაში თავზარდამცემ და შიში მომგვრელ არსებად დარჩა. არავის არასდროს ენახა მსგავსი სიდიდიდ და ძალის მქონე არსება და ამავდროულად მისი მოულოდნელი გამოჩენაც გაურკვეველი იყო ხალხისთვის. ჰეკარიმი აღმოსავლეთით გამგზავრების დროს, გზად მხოლოდ სიკვდილის და განადგურებას ტოვებდა, ზოგიერთი სოფლების მაცხოვრებელმა, გადასარჩენად დემასიას მიაშურა. აქ კი ხმა ჰეკარიმის შესახებ მალევე გავარდა, ზოგი ამბობდა რომ იგი ძველი მეომრის სული იყო, რომელიც შურისსაძიებლად დაბრუნდა, ზოგი ამბობდა რომ თავისი თვალით ნახეს თუ როგორ მოუძღვებოდა ჰეკარიმი სულების კავალერიას, ზოგს კი იგი შავი მაგიკოსის ქმნილება ეგონა. საბოლოოდ დემასიის ერთ-ერთმა მეთაურმა გადაწყვიტა ჭორების გასაფანტად თავის ჯართად ერთად გასულიყო ქალაქიდან და მოეკლა ჰეკარიმი.

მეთაურმა ჯარი იმ გზაზე განალაგა სადაც ჰეკარიმი უნდა მოსულიყო. მათ დიდხანს არ მოუწიათ ლოდინი, მაგრამ ჰეკარიმის გამოჩენაზე მებრძოლები უცნაურმა შიშმა აიტანა და განძრევასაც კი ვერ ახერხებდნენ. ჰეკარიმმა ისინი თავისი რკინის ქუსლებით გაჭყლიტა და გაოგნებულ მეთაურს მიადგა. მან უთხრა მეთაურს რომ მოკვდავთა ჯარი ვერ შეძლებდა ჩრდილის კუნძულების ძალის შეჩერებას, ჯარის მეთაური გაშეშებული უყურებდა მას და ეგონა რომ მოკლავდა, მაგრამ ჰეკარიმმა იგი დაინდო. ამ შემზარავი სცენის მომსწრე იგი დემასიაში დაბრუნდა და ჰეკარიმის ნათქვამი გაანდო ხალხს, მაგრამ მას არავინ უსმენდა რადგანაც გიჟად შერაცხეს. ჰეკარიმის წარმომავლობა დღემდე ბურუსით მოფენილი რჩება ხალხისთვის, მაგრამ შეგვიძლია ერთი რამ ვთქვათ მის შესახებ, რადგანაც იგი ბრძოლის აკადემიაში მივიდა და ლეგენდების ლიგას შეუერთდა.

წყარო: Hecarim Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Hecarim Lore.

გრეივსი.




                                                                 გრეივსი.

მალკომ გრეივსი ბილგვოტერის ტავერნის უკან დაიბადა სადაც იგი ერთ ბოთლ რძესთან ერთად დატოვეს. მისი ბავშვობა საკმაოდ რთული იყო და იგი ყველანაირ  სიბინძურეზე მიდიოდა გადარჩენისთვის. იმ იმედით, რომ იგი ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, გრეივსი პირველივე გემს გაჰყვა რომელზე ასვლაც მან მოახერხა. თუმცაღა იმ ქალაქშიც სადაც ეს გემი მივიდა, მას არ ელოდა წყნარი ცხოვრება. იგი ყოველთვის გარბოდა საშიშროების შემთხვევაში და ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებოდა. ერთხელაც როდესაც გრეივსი დიდ ფულზე თამაშობდა კარტს, მან ტვისტედ ფეიტი გაიცნო. საბოლოო ხელზე ორივემ ოთხი ტუზი დადო მაგიდაზე, გრეივსი მიხვდა რომ ფეიტი მისნაირი იყო და ამიტომ ამის შემდგომ ერთად თამაში გადაწყვიტეს. ისინი იგებნენ ყველა მაგიდაზე სადაც ერთად ჯდებოდნენ. 

ერთხელაც გრეივსმა შეცდომა დაუშვა, მან მოუგო დოქტორ არეგორ პრიგს, რომელიც გავლენიანი პიროვნება და ბიზნესმენი იყო, არეგორი მიხვდა რომ გრეივსი იტყუებოდა თამაშის დროს და ამ გზით იგებდა, ამის გამო პრიგსს შურისძიება უნდოდა. არეგორმა იცოდა რომ გრეივსი და ფეიტი შეკრულნი იყვნენ და ამიტომ ფეიტს შესთავა ის რაც მას ყოველთვის სურდა, მაგიის კონტროლის სწავლება. სანაცვლოდ ფეიტს გრეივსი უნდა მოეყვანა მასთან. ფეიტი დათანხმდა ამ შემოთავაზებას. საბოლოოდ გრეივსი და ფეიტი მივიდნენ არეგორთან, გრეივსს ეგონა რომ ეს ჩვეულებრივი მორიგი თამაში იქნებოდა, მაგრამ ადგილზე მისულს ალყა შემოარტყეს და ზაუნის ციხეში წაიყვანეს, სადაც დიდხანს ტანჯავდნენ და ექსპერიმენტებს ატარებდნენ მასზე. არეგორმა ფეიტს შეპირება აუსრულა და მაგიის კონტროლი ასწავლა. გარკვეული დროის შემდეგ გრეივსმა, ციხიდან გამოქცევა მოახერხა იქ გაჩენილი მეგობრის წყალობით, რომელმაც შემდეგში იარაღების მჭედელთან მიიყვანა. გრეივსმა აქ სწორედ ისეთი იარაღი მიიღო, როგორიც მას შეესაბამებოდა და სუდა. ამის შემდეგ შურისძიების წყურვილით შეპყრობილი გრეივსი ლეგენდების ლიგას შეუერთდა რათა ფეიტისთვის გაეცა პასუხი. 

წყარო: Graves Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Graves Lore.