Friday, May 23, 2014

მალჰაზარი.


                                                                      მალჰაზარი.

ბევრი ადამიანი გაგიჟებულა შურიმას მზის ყურების შემდეგ, მაგრამ მაჰლაზარმა მისი საღი აზრი, სიბნელით მოცულ ღამეში დაკარგა. მალჰაზარი თავიდანვე განსხვავებული ნიჭით დაჯილდოვებული დაიბადა, იგი წინასწარმეტყველი იყო. მალჰაზარის ეს ნიჭი მთლიან რუნეტერას აძლევდა იმედს უკეთესი მომავლისთვის, მაგრამ ამ ნიჭთან ერთად მალჰაზარი დაწყევლილიც იყო, მის გონებაში შემოდიოდნენ ბოროტი არსებები და შთააგონებდნენ მას სხვადასხვა ბოროტ აზრებს. ძილის დროს, როდესაც მალჰაზარის ყურადღება ყველაზე მოდუნებული იყო, მას ჩაესმოდა ბოროტი არსებების ხმები, რომლებიც ცდილობნენ დაპატრონოდნენ მის გონებას. გარკვეული პერიოდი მალჰაზარი ებრძოდა ამ ხმებს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ბოროტი არსებების შთაგონება სულ უფრო ძლიერდებოდა და ბოლოს, მალჰაზარის გონება ვეღარ შეეწინააღმდეგა მათ. 

მოჯადოებული მალჰაზარი უდაბნოში გაემგზავრა წყლის და საკვების მარაგის გარეშე. მისი მიზანი იყო ეპოვა დაკარგული ცივილიზაცია, რომელიც ძველ ტექსტებში იკაფიას სახელით იყო ცნობილი. ბევრისთვის ეს ადგილი მითი იყო, ხოლო ისინი ვინც ფიქრობნენ რომ ამ ადგილის არსებობა შესაძლებელი იყო, საბოლოოდ ხედავნენ ქვიშას რომელსაც ეს ადგილი ჰქონდა დაფარული. ძიების დროს უეცრად მალჰაზარი ქვიშაში ჩავარდა, გონზე მოსვლის შემდგომ მან  ნახა რომ იგი უცნაური ობელისკის ნანგრევებში იმყოფებოდა. სიარულის შემდეგ მან იპოვა ოთახი სადაც უცხოპლანეტელების გეომეტრიით დახაზული რუნების ქალაქი იყო გამოსახული, ამ ოთახშივე იდგა შემზარავი და ბოროტი ღმერთების ქანდაკებები. ეს ადგილები ადამიანის თვალისთვის მიუწვდომელი და დამალული იყო, მალჰაზარი კი ამ აღმოჩენის შემდეგ სიცარიელის ძალამ შეიპყრო. მისი თვალები იმ ფორმის გახდა რაც სიცარიელის მაგიკოსებს ჰქონდათ. მან მისი წინასწარმეტყველობის ნიჭი დაკარგა და სამაგიეროდ მიიღო ის ფიცი, რაც სიცარიელის ქმნილებებს ჰქონდათ დადებული ვალორანისთვის. ხმა რომელიც ადრე მას გონებაში ჩაესმოდა ახლა მისი ბაგეებიდან ისმოდა. მალჰაზარს სურდა ენახებინა მისი ახალი ძალა სამყაროსთვის რათა დაენახებინა მათთვის თუ რა შემზარავი და ძლიერი შეიძლება იყვეს სიცარიელის მაგია. ამისთვის იგი ლეგენდების ლიგაში გაწევრიანდა. პარარელურად მალჰაზარი ჩრდილოეთში გაემგზავრა რათა ეპოვა მისი დანიშნულება მსოფლიოში. 

წყარო:Malhazar Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Malhazar Lore.

ლუქსი.



                                                                        ლუქსი.

დემასიის მსახურ ღირსეულ გვირგვინისმცველების, პარაგონის ოჯახის წევრს ლუქსანას (ლუქსს) დაბადებინავე დიდი მომავალი ელოდა წინ. ლუქსი ერთადერთი ქალიშვილი იყო პარაგონის ოჯახში, მას მისცეს ყველაზე ძვირადღირებული და შესაფერისი განათლება, რაც შეეფერებოდა ისეთი მაღალი წოდების ოჯახებს, როგორიც მათი იყო. ასაკთან ერთად, ლუქსი ხვდებოდა რომ იგი გარკვეული ნიჭით იყო დაჯილდოვებული. მას შეეძლო დაეჯერებინა ადამიანებისთვის ისეთი რამის არსებობა, რაც რეალურად არ არსებობდა. იგი ასევე მალე ითვისებდა ინჟინერულ მაგიას და ზოგადად მაგიის ნებისმიერ სახეს. მისთვის საკმარისი იყო მხოლოდ ერთხელ ენახა თუ როგორ წარმოიქმნებოდა ეს მაგია და უკვე შეეძლო მისი გამოყენება სწავლის გარეშე. ხალხს იგი ვუნდერკინდად მიაჩნდა და მისმა შესაძლებლობებმა მთავრობის და ჯარის ყურადღებაც მიიქცია. 

მაგიის სკოლაში, ლუქსმა აღმოაჩინა რომ იგი მშვენივრად მართავდა სინათლის მაგიას. მას ეს ძალიან გაუხარდა, რადგანაც ყოველთვის სურდა სიკეთის სახელით ბრძოლა და ხალხის დაცვა ბოროტებისგან. დემასიის ჯარმა ლუქსი მაგიის სკოლიდან მალევე აიყვანა და სპეციალურ წვრთნებზე წაიყვანა. ლუქსმა მალე გაითქვა სახელი მისი გმირობებით. ერთ-ერთი ასეთი გმირობა მთელი ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი, როდესაც მან ნოქსიის მეთაურის კატაკომბებში, ნოქსიის იონიაზე შეტევის გეგმა იპოვა. ამ ინფორმაციამ მას სახელი გაუთქვა როგორც დემასიაში ასევე იონიაში. ლუქსი ხვდებოდა რომ მსგავსი საქმე არ აკმაყოფილებდა მის სურვილებს და ამიტომ მან მისი ძმის კვალდაკვალ ლეგენდების ლიგაში წასვლა გადაწყვიტა, სადაც დემასიის სახელით იბრძოლებდა და მთელს მსოფლიოს აჩვენებდა მათი სინათლის ძალას. 

წყარო: Lux Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Lux Lore.

ლულუ.


                                                                        
                                                                            ლულუ.

ლეგენდების ლიგაში ლულუ ყველაზე მოუსვენარი და თვითნება ჩემპიონია. პატარაობაში როდესაც ლულუ ბანდლის ქალაქში ცხოვრობდა, იგი ყოველთვის იპარებოდა ხოლმე ტყეში და ოცნებებში გართული ხშირად იკარგებოდა. ლულუ არ იყო არაკომუნიკაბელური, უბრალოდ ბანლის ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების წესი ვერ აკმაყოფილებდა მის წარმოსახვებს. მას საინტერესოდ მიაჩნდა ისეთი ადგილები, სადაც ადამიანების უმეტესობა არასდროს იფიქრებდა წასვლას. ამ ადგილებში სიარულის დროს ერთხელაც ლულუმ იპოვა პიქსი, ფერიის სული, რომელიც თითქოსდა ჩიტის ბუდეში იყო გაჭედილი. ლულუს წარმოსახვის შესაძლებლობამ პიქსი მიიზიდა და ფერიამ ლულუს თავის სამყაროში წაყვანა გადაწყვიტა. ისინი წავიდნენ ფერიების ქალაქ გლეიდში რომელიც ტყეში იყო დამალული და ჩვეულებრივი ადამიანს მისი დანახვა არ შეეძლო. როდესაც ლულუ ფერიების ქალაქში შევიდა მისთვის ზომები და ფერები უეცრად შეიცვალა და განსხვავებული გახდა იმისგან რის ხედვასაც იგი იყო მიჩვეული ბანდლის ქალაქში. ლულუ ძალიან მოიხიბლია გლეიდით და აღარ სურდა თავის ქალაქში დაბრუნება. 

ფერიების ქალაქში დრო მალე გარბოდა. ლული და პიქსი დამეგობრდნენ და განუყრელი მეგობრები ყოველთვის ერთად თამაშობდნენ სხვადასხვა თამაშებს. ლულუს მოულოდნელად გაახსენდა, რომ იგი დიდი ხანია აღარ ყოფილა ბანდლის ქალაქში და ამიტომ გადაწყვიტა ცოტა ხნით კვლავ შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ როდესაც პიქსიმ და ლულუმ დატოვეს ფერიების ქალაქი მათ ნახეს რომ, ბანდლის ქალაქი შეცვლილი იყო. დროის აღქმა ფერიების ქალაქში სხვანაირი იყო და ლულუს იქ ყოფნის განმავლობაში უკვე საუკუნეები იყო გასული. ლულუს დამნაშავედ მიაჩნდა თავი და ბანდლის ქალაქის მაცხოვრებლებს მათი ბავშვების მეთვალყურეობდა და გართობა შესთავაზა, მაგრამ იგი უარით გაისტუმრეს. საბოლოოდ ლულუს მიასწავლეს ადგილი სადაც მისნაირი მაგიური ძალის მქონეებს არა მარტო იღებდნენ არამედ პატივსაც ცემდნენ. ეს ადგილი იყო ლეგენდების ლიგა.

წყარო:Lulu Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Lulu Lore.

Wednesday, May 21, 2014

ლუსიანი.



                                                                      ლუსიანი.

ლუსიანი, არნახული ძალის მქონე რელივკური იარაღის მქონე მცველია, რომელიც სულების სამყაროს დარაჯობს. იგი ყოველთვის ინარჩუნებს სიმტკიცეს და არასდროს ჭოჭმანობს როდესაც საქმე სულების განადგურებას ეხება. იგი მარტო ასულებს თავის მისიას, რომელიც იმაში მდგომარეობს რომ არ დაუშვას სულების ბოროტ არსებებად ქცევა, რომელთა შორის მისი ძველი სიყვარულია. 

როგორც მათი ტყუპო რელიკვიური იარაღი, ისე ლუსიანი და მისი ცოლი სენა ერთი წარმოშობის იყვნენ. ერთად ისინი ყოველთვის იცავდნენ რუნეტერას ბოროტი ძალისგან და იხსნიდნენ სულებს წყევლისგან. სენას არასდროს ეპარებოდა ეჭვი იმაში რასაც ისინი აკეთებდნენ და ლუსიანიც დარწმუნებული იყო ამაში, რადგნაც მათი სიკეთის და კეთილშობილების ამბავი ყველგან ვრცელდებოდა. 

ლუსიანი და სენა ყოველთვის მამაცურად იბრძოდნენ და არ უშინდებოდნენ ისეთ არსებებსაც რომლის ხსენებაზეც ადამიანებს შიში ეუფლებოდათ, მაგრამ თავად ეს წყვილიც კი ვერ წარმოიდგენდა თუ არსებოდნენ ესეთი  საშინელი ქმნილებები რომლებიც ჩრდილის კუნძულებიდან მოვიდნენ რუნეტერას მიწაზე. სიკეთის მცველი წყვილი მედგრად დახვდა ამ ქმნილებებს და ნახვისთანავე ანადგურებდნენ მათ, მაგრამ ერთ დღესაც მათი იდილია დასრულდა როდესაც ისინი სულების შემგროვებელ თრეშს შეხვდნენ. მათ ადრეც უნახავთ მსგავსი საზარელი ქმნილება, მაგრამ თრეში მათთვის ზედმეტად ცბიერი და სასტიკი იყო. ბრძოლის დროს თრეშმა მოახერხა სენას სულის დამონება და იგი სულის ციხეში გამოამწყვდია საიდანაც ხსნა არ იყო. ლუსიანი პირველად დამარცხდა ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ თრეშმა ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა, მან ამით ჩრდილის კუნძულებს დაუძინებელი მტერი გაუჩინა. 

ლუსიანი ამ არსებებისადმი სიძულვილით განიმსჭვალა, იგი სენას დატოვებული იარაღით დასდევს ამ საზარელ არსებებს მთელს რუნეტერაზე და ანადგურებს მათ. მან აღუთქვა თავის თავს, რომ ბოლომდე მიჰყვებოდა იმ მოვალეობას რასაც იგი და სენა ასრულებდნენ და არ მოისვენებდა მანამდე სანამ ყველა ბოროტ ძალას არ გაანადგურებდა რუნეტერაზე. მან იცოდა რომ სენას ვეღარ დაიბრუნებდა, მაგრამ სჯეროდა რომ მისდამი ერთგული სიყვარულით იგი შეძლებდა სამყაროსთვის მშვიდობა მოეტანა. 

წყარო:Lucian Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot:  Lucian Lore.


ლისანდრა.


                                                                          ლისანდრა.

ლისანდრას შერეული მაგია რომელიც ნამდვილი ყინულის და შავი ძალისგან შედგება ერთიანად რაღაც საზარელს და შიშისმომგვრელს წარმოქმნის. მისი შავი ყინულის მაგიის წყალობით იგი არა მარტო ყინავს მის მოწინააღმდეგეებს არამედ ნაწუკებად ჭრის და ანადგურებს მათ. შეშინებული ჩრდილოეთის მაცხოვრებლებისთვის ის "ყინულის ალქაჯის"  სახელითაა ცნობილი, მაგრამ მისი ნამდვილი არსი უფრო შიშის მომგვრელია რადგანაც იგი ბუნების მომწამლავია რომლის მიზანი მსოფლიოში გამყინვარების მოტანაა.

საუკუნეების წინ, ლისანდრამ უღალატა თავის ტომს  ბოროტ არსებებთან, რომლებიც გაყინული ანგელოზების სახელით იყვნენ ცნობილნი. ლისანდრამ ამის სანაცვლოდ მიიღო ძალა რომელზეც იგი ყოველთვის ოცნებოდა და ამ ბოროტ არსებებთან ერთად თავის ტომს სიცივე და გამყინვარება მოუტანა. ლისანდრა ქარბუქივით უვლიდა მიწებს სადაც მხოლოდ სიცარიელეს და გამყინვარებას ტოვებდა. საბოლოოდ ბოროტი არსებები უძველესმა მეომრებმა დაამარცხეს, მაგრამ ლისანდრა იმედს იტოვებდა რომ იგი შეძლებდა მათ დაბრუნებას სამყაროში და მათთან ერთად მოიტანდა განადგურებას. 

ლისანდრა ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია გაყინული ანგელოზების შესახებ. მაგიის წყალობით იგი იღებდა ადამიანის ფორმას და  ელაპარაკებოდა ყველა უხუცესს და ბრძენს ამ არსებების შესახებ. თაობების განმავლობაში იგი ცვლიდა ფრეილორდის ისტორიას და საბოლოოდ ეს გაყინული ანგელოზები კაცობრიობას მხოლოდ ზღაპრად მიაჩნდათ. ლისანდრასთვის ეს შთაგონება არ იყო საკმარისი, მისი გეგმების განსახორციელებლად მას ჭირდებოდა ჯარი. 

მან მისი არჩევანი ყინულისმცველების ღირსეულ ტომზე შეაჩერა. მან იცოდა რომ, ამ ტომის დაყოლიება საუკუნეებით მოუწევდა და ამიტომ ყველაზე ძლიერი მაგია გამოიყენა და ყინულისმცველების ლიდერი მოკლა და შემდგომ მისი ფორმა მიიღო. ამის მეშვეობით ლისანდრა ნელ-ნელა ცვლიდა მისი ტომის ხალხის შეხედულებებს. როდესაც ტომის ლიდერის სხეული დაბერდა და სიკვდილის პირას იყო, ლისანდრამ მისი მემკვიდრე განგმირა და მისი ფორმა მიიღო. ამ მაგიის წყალობით ლისანდრა ყოველთვის მართავდა ყინულისმცველების ტომს და სულ უფრო აღვივებდა მათში სიბოროტეს და სისასტიკეს. ხალხს დღემდე სჯერა რომ, ყინულისმცველების ტომი ღირსეულად იცავს სამყაროს ბოროტი არსებებისგან და მათ შორის ისეთისგან როგორიცაა ყინულის ალქაჯი, მაგრამ სინამდვილეში ამ ტომის სათავეში სწორედაც რომ ლისანდრა დგას და ისინი ელოდებიან გაყინული ანგელოზების დაბრუნებას. 

ლისანდრას სჯერა რომ, ერთ დღესაც მთელი სამყარო მარცხს განიცდის და მსოფლიოს ყინული მოიცავს.

წყარო:Lissandra Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Lissandra Lore.

ლეონა.



                                                                      ლეონა.


ტარგონის მთის ფერდობებზე ცხოვრობენ რაკორის მეომრები, მათი ცხოვრების აზრი მხოლოდ ომია და ისინი ამით საზრდოობენ. თუმცაღა ტარგონზე არის ასევე სპეციალური მეომრების რაზმი, რომლებიც სხვა მიზნისთვის ცხოვრობენ. მათ არმიას ეძახიან სოლარის და მხოლოდ მათ აბჯარზე თვალის შევლებაც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდეთ რომ ეს ჯარი მზეს ეთაყვანება. ლეგენდების თანახმად სოლარის რაზმი ჩამოაყალიბა ერთ-ერთმა მეომარმა რომელსაც შეეძლო ბრძოლის ველზე მზის ძალის გამოყენება. მან მიიჩნია, რომ ტარგონის მთა ყველაზე ახლოს იყო ვალორანზი მზესთან და ტარგონის მეომრებს თხოვა უფლება მიეცა მისი მიმდევრებისთვის ამ მთაზე დასახლებულიყვნენ რათა შეძლებოდათ თაყვანი ეცათ მზისთვის, რა ტრადიციასაც დღემდე აგრძელებენ ამჟამინდელი სოლარის წევრები.

ლეონას ორივე მშობელი რაკორის წევრი იყო და ისინიც ყოველთვის ომში პოულობნენ სიამეს. ლეონა პრობლემური ბავშვი იყო. იგი ისევე ძლიერად იბრძოდა როგორც მისი ბავშვობის მეგობარი პანთეონი, მაგრამ იგი არასოდეს არ იყო შეპყრობილი მკვლელობის სურვილით. ლეონას მიაჩნდა, რომ მეომრის ნამდვილი მოვალეობა საბშობლოს ერთგულება და დაცვა იყო. როდესაც ლეონა დუელზე გამოიძახეს სადაც ორი ახალგაზრდა რაკონელი ერთმანეთს სასიკვდილო ბრძოლაში იწვევდა რელიკვიური იარაღის მისაღებად, ლეონამ უარი განაცხადა ბრძოლაზე. ამ ქცევის გამო, რაკორის მეთაურებმა მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტეს, მაგრამ ცერემონიის დროს უეცრად ლეონას ჯალათებს მზის სხივი დაეცათ და მთელი ტარგონის მთა ნათელმა მოიცვა. ნათელის გაფანტვის შემდეგ ხალხმა დაინახა რომ ლეონა უვნებელი გადარჩენილიყო, ხოლო მისი ჯალათები მიზაწე მკვდრები ეყარნენ. სოლარის კლანმა მყისვე მიიღო ლეონა თავიანთ რიგებში. სოლარიში ლეონას მზის მცველის აბჯარი და ფარ-ხმალი უბოძეს რომელიც ერთ-ერთ უძველესი პატივსაცემი მეომრის იყო. ლეონას სოლარის კლანმა კარგად ასწავლა თავისი ძალის გამოყენება და საბოლოოდ როდესაც ლეონა უკვე სრულყოფილად დაეუფლა მზის ძალის გამოყენებას იგი ლეგენდების ლიგაში გაეშურა სოლარის სახელის წარმოსაჩენად. 

წყარო: Leona Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Leona Lore.

Monday, May 19, 2014

ლისინი.



                                                                        ლისინი.

ახალგაზრდობის დროს, ლისინი ყოველთვის შეპყრობილი იყო სურვილით გამხდარიყო გამომძახებელი. ლეგენდების ლიგის, უმაღლესი კონსული რეჯინალდ აშრამი დაინტერესებული იყო მისი შესაძლებლობლებით და ყოველთვის თვალყურს ადევნებდა მას. არკანუმ მაჯორისში სწავლების დროს, ლისინი თავისუფალ დროს გამომძახებლობის ნიუანსების შესწავლას უთმობდა. მას იმედი ჰქონდა რომ, სხვებზე ადრე დაასრულებდა სწავლას. მისი შრომა ფუჭი არ იყო და იგი ნამდვილად ჯობდა ყველა სხვა მოსწავლეს. მისი გამომძახებლობის უნარი და შესაძლებლობები უნაკლო იქნებოდა რომ არა მისი მთავარი უარყოფით მხარე: მას არ ჰქონდა მოთმინების უნარი.  სწორედ არ მოუთენლობის გამო, ლისინმა ერთხელაც მისი ძალები მოსასინჯად დაწყევლილი ტყიდან ცხოველის გამოძახება მოინდომა. თუმცაღა ის რაც მან გამოიძახა იყო პატარა ბავშვი, რომელსაც ადამიანის ფორმა დაკარგვოდა და ნაწილებად იშლებოდა. ლისინმა მხოლოდ თვალის შევლება მოასწრო მისთვის მანამ სანამ ბავშვის უსულო სხეული მიწაზე დავარდა. ლიგის გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა რომ სოფელი საიდანაც ლისინმა ეს ბავშვი გამოიძახა რიტუალის შედეგად განადგურდა. 

ლისინი იმდენად ძლიერი იყო, რომ ლიგამ აპატია მას ეს ინციდენტი, თუმცაღა თავად ლისინი ვერ პატიობდა საკუთარ თავს და ამიტომ მან დატოვა ლეგენდების ლიგა. იგი გაემართა შოჯინის მონასტერში და თავის თავს დაუთქვა რომ აღარასოდეს შეისწავლიდა და გამოიყენებდა მაგიას. ლისინს სურდა როგორმე გამოესყიდა თავისი დანაშაული და ამიტომ მან თავის თავს ცეცხლი წაუკიდა და ამით გამოხატავდა პროტესტს ნოქსიის შემოტევებისადმი იონაში. ამ ყოფაში გადარჩენილი ლისინი სახალხო გმირად აღიარეს, თუმცაღა რათქმაუნდა ამ გამოცდამ მას დაღი დაასვა. ლისინს თვალები დამწვარი ჰქონდა. გადარჩენილი და ვალმოხდილი ლისინი ლეგენდების ლიგას დაუბრუნდა და მისი დანაშაულის გამოსწორება აქ გააგრძელა სისხლის და ოფლის ხარჯზე, სწორედ ისე როგორც ნამდვილ ბერს შეეფერება. 

წყარო: Lee Sin Lore.

This page contains translation from English to Georgian language. Lore text was taken from this source and all rights for original text goes to riot: Lee Sin Lore.